Ford Begins Production of 2012 Focus Electric, Promises to be Better than Nissan’s Leaf
14 დეკემბერი
„ფორდმა“ თავის პოპულარულ ჰეჩბეკ „ფოკუსის“ პლაგ–ინ ელექტრული ვერსიის წარმოება მიჩიგანის ქარხანაში დაიწყო, მასზე შეკვეთებს კი რამდენიმე კვირაა, ამერიკის სამ შტატში ღებულობს. წარმოების დაწყების აღსანიშნავად მოწყობილ სპეციალურ ღონისძიებაზე, ამერიკულმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ ელექტრული „ფოკუსი“ უფრო ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს, ვიდრე მისი უშუალო კონკურენტები – „შევროლე ვოლტი“ და „ნისან ლიფი“.
ცისფერი ოვალის განცხადებით, ასი კილომეტრის გასავლელად, პლაგ–ინ ელექტრულ „ფოკუსს“ 2.35 ლიტრი ბენზინის ექვივალენტური ელექტროენერგია ჰყოფნის. შედარებისთვის, „შევროლესა“ და „ნისანის“ ელექტრომობილების შესაბამისი მაჩვენებლებია 2.37 და 2.5 ლიტრი. ამასთან, მისი ელემენტები სრულად სულ სამ საათში იმუხტება (240–ვოლტიანი დამმუხტველით). ეს კი იმაზე თითქმის ორჯერ ნაკლები დროა, რაც „ნისან ლიფის“ აკუმულატორების სრულ შევსებას სჭირდება. ელექტრული „ფოკუსის“ სვლის სიშორე კი 150 კილომეტრს აღწევს.
„ფორდისვე“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 130 კილომეტრის გასავლელად, „ფოკუს ელექტრიკს“ 2.1 დოლარის ელექტროენერგია ჰყოფნის. შედარებისთვის, მის შიდაწვისძრავიან ნათესავს, იგივე მანძილზე 8.8 დოლარის საწვავი სჭირდება. ამერიკაში „ფოკუს ელექტრიკის“ საბაზო ფასი 39.2 ათასი დოლარია, თუმცა ამ თანხას აკლდება ამერიკის მთავრობის მიერ, ეკოლოგიურ ავტომობილებზე გამოწერილი შეღავათი 7.5 ათასი დოლარის ოდენებით.
წარმოების დასაწყისში, „ფოკუს ელექტრიკი“ შეზღუდული რაოდენობით მზადდება. პირველ რიგში, ის კალიფორნიაში, ნიუ იორკსა და ნიუ ჯერსიში გაიყიდება. მომავალი წლის განმავლობაში კი ბაზრების რაოდენობა კიდევ 15 შტატით გაიზრდება.
No comments:
Post a Comment