Michael Schumacher ended the season as Formula 1's top overtaker
24 დეკემბერი
მართალია, ფორმულა ერთში დაბრუნების შემდეგ, მიხაელ შუმახერს თავი ბევრი არაფრით გამოუჩენია, მაგრამ როგორც გასული სეზონის სტატისტიკა გვიჩვენებს, ერთი მაჩვენებლით მაინც საუკეთესო იყო. და ეს ერთი მაჩვენებელი გასწრებების რაოდენობაა.
სეზონის სტატისტიკური ანალიზი „მერსედეს GP–მ“ ჩაატარა, რომლის შედეგებიც გამოცემა „ავტოსპორტს“ გააცნო. როგორც ირკვევა, გასწრებათა რაოდენობით, შუმახერის მთავარი მეტოქე, „ტორო როსოს“ შვეიცარიელი სებასტიან ბუემი იყო. საბოლოოდ, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს 116 გასწრება დაუგროვდა და მან სულ რაღაც 2 გასწრებით აჯობა ბუემის.
„მერსედეს GP–ს“ ანალიტიკოსები შუმახერის ამ შედეგს იმ ფაქტს უკავშირებენ, რომ სეზონის დასაწყისში, გერმანელი კვალიფიკაციაზე ხშირად ვერ ახერხებდა მანქანის პოტენციალის სრულად გამოყენებას, რბოლაში კი ამის ანაზღაურება უწევდა.
რა თქმა უნდა, „მერსედეს GP–ს“ სტატისტიკოსებმა არ გაითვალისწინეს ის მანევრები, რომელთა დროსაც, ლიდერები წრეზე ჩამორჩენილებს ასწრებდნენ. ამ დროს, მარშლები აუტსაიდერს ლურჯ ალამს უჩვენებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ლიდერი წინააღმდეგობის გარეშე უნდა გაატარო.
შუმახერი თუ ლიდერია, გასწრებათა რაოდენობის მხრივ, უკან აღმოჩნდა ჩემპიონი სებასტიან ფეტელი, ვის ანგარიშზეც მხოლოდ 27 გასწრებაა. და ეს სულაც არაა გასაკვირი – ფეტელი თითქმის ყველა რბოლას წინა რიგიდან იწყებდა და სტარტზევე ინარჩუნებდა ლიდერობას. ასე რომ, გასასწრებიც იშვიათად ჰყავდა.
სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ მთელი სეზონის განმავლობაში, სულ 1486 გასწრებას ჰქონდა ადგილი. თუ ამას გამოვაკლებთ გასწრებებს პირველ წრეზე (150) და იმ გასწრებებს, როდესაც ნელი მანქანა დაზიანებული იყო (124), რჩება 1212 სუფთა გასწრება. თუ ამასაც გამოვაკლებთ იმ გასწრებებს, როდესაც ნელი მანქანა სამი ახალბედა გუნდიდან იყო (310) და იმ მანევრებს, როდესაც ერთმანეთს თანაგუნდელები ასწრებდნენ (80), რჩება 822.
ამ რიცხვიდან, სამქიმიანების სტატისტიკოსებმა 452 მანევრს ნორმალური გასწრება უწოდეს, 370 შემთხვევაში კი პილოტები სეზონის მთავარ სიახლეს, ეგრეთ წოდებულ DRS–ს (უკანა რეგულირებადი ფრთა) იყენებდნენ.
ყველაზე მეტი, 85 გასწრება თურქულ დიდ პრიზზე დაფიქსირდა. მას მოჰყვებიან: კანადა (79) და ჩინეთი (67). ყველაზე ცოტა გასწრება კი მონაკოში (16), ავსტრალიაში (17), ინდოეთსა და ბრაზილიაში (18–18) ვიხილეთ. პილოტებმა DRS–ს დახმარებით ყველაზე ბევრჯერ (50–50) გასწრების მანევრი თურქეთსა და აბუ დაბიში შეასრულეს. ფრთის დახმარებით მხოლოდ ორი გასწრება დაფიქსირდა მონაკოში, მელბურნში 5, სილვერსტოუნზე 6 და ბრაზილიაში – 7.
1. მიხაელ შუმახერი 116
2. სებასტიან ბუემი 114
3. კამუი კობაიაში 99
4. ხაიმე ალგერსუარი 94
5. პასტორ მალდონადო 91
6. პოლ დი რესტა 90
7. სერხიო პერესი 87
8. რუბენს ბარიკელო 86
9. ჯენსონ ბატონი 85
10. ფელიპე მასა 82
No comments:
Post a Comment