IndyCar drops Kentucky Motor Speedway as 2012 calendar
25 დეკემბერი
ამერიკულ სერია ინდიქარის ორგანიზატორებმა მომავალი სეზონის კალენდარში ოვალის ოთხი ის რბოლა არ შეიტანეს, რომლებიც გასულ სეზონში ჩატარდა. მათგან ერთ–ერთია ლას ვეგასის ოვალი, რომელზეც ინდი 500–ის ორგზის გამარჯვებული, დენ უელდონი დაიღუპა. მის გარდა, კალენდარში კენტუკის, ნიუ ჰემპშირის და მილუოკის ოვალური რბოლებიც არ შევიდა.
თუ ლას ვეგასის ოვალი იმის გამო ამოიღეს, რომ ის ძალიან სახიფათოა, დანარჩენი სამი ოვალის კალენდარში არშეტანის მთავარი მიზეზი ისაა, რომ მათზე ჩატარებულ რბოლებს ცოტა მაყურებელი ჰყავს. გარდა ამისა, კალენდარში არ შევიდა მოტეგის (იაპონია) ოვალიც, რისი მიზეზიც ისაა, რომ ეს ტრასა მიწისძვრის რეგიონშია. მის ნაცვლად, რბოლა ჩინეთში, ქალაქ ცინდაოს ქუჩებში გაიმართება.
სამაგიეროდ, ჩემპიონატის ერთი რბოლა დეტროიტის ქუჩებში ჩატარდება. კალენდარს ასევე უბრუნდება ფონტანას (კალიფორნია) ოვალი, რომელიც ერთ–ერთი ყველაზე სწრაფი ტრასაა მსოფლიოში და ერთ დროს, მასზეც უარი არასაკმარისი უსაფრთხოების გამო თქვეს. ფონტანაზე რბოლა ღამით, ხელოვნური განათების პირობებში გაიმართება.
ინდიქარის ორგანიზატორებს ასევე სურდათ, რომ აიოვას ოვალის ეტაპი ორ ნაწილად ჩატარებულიყო. მაგრამ შემდეგ ეს გადაიფიქრეს. უფრო მეტიც, ტექსასის ეტაპიც, რომელიც ადრე ორ რბოლად იყო გაყოფილი, მომავალ სეზონში ასევე ტრადიციულად, ერთ რბოლად ჩატარდება.
ბრიტანულ გამოცემა „ავტოსპორტის“ ინფორმაციით, გამოქვეყნებული კალენდარი ჯერ საბოლოო არაა და მას შეიძლება ერთი, ან ორი ეტაპით შეივსოს. კერძოდ, ჩემპიონატის ხელმძღვანელი რენდი ბერნარდი მოლაპარაკებას აწარმოებს ლას ვეგასის მერიასთან, რათა რბოლა კაზინოების ქალაქის ქუჩებში ჩატარდეს. თუ მათ გარიგებას მიაღწიეს, მაშინ ერთ დღეს, ლას ვეგასის ცენტრში ერთბაშად ორი დიდი რბოლა – ინდიქარის და ამერიკული ლე მანის სერიის ეტაპი ჩატარდება. რაც შეეხება მეორე კანდიდატს, ესაა ფორტ ლოდერდეილი (ფლორიდა), სადაც რბოლა ასევე ქუჩის გზაზე გაიმართება.
დაკიდევ, მომავალ სეზონში ინდიქარში ჩემპიონატი ძრავების მწარმოებელთა ჩათვლაშიც ჩატარდება. თუ აქამდე გუნდები მხოლოდ „ჰონდას“ ძრავებით ასპარეზობდნენ, ამიერიდან იაპონურ კომპანიას კონკურენციას „შევროლე“ და „ლოტუსიც“ გაუწევენ.
ინდიქარის 2012 წლის კალენდარი
25 მარტი სენტ პიტერსბურგი (ფლორიდა, ქუჩა)
1 აპრილი ბარბერ პარკი ალაბამა, ავტოდრომი)
15 აპრილი ლონგ ბიჩი (კალიფორნია, ქუჩა)
29 აპრილი სან პაულუ (ბრაზილია, ქუჩა)
27 მაისი ინდიანაპოლისის 500 მილი (ინდიანა, ოვალი)
3 ივნისი დეტროიტი (მიჩიგანი, ქუჩა)
9 ივნისი ფორტ უორტი (ტექსასი, ოვალი)
23 ივნისი ნიუტონი (აიოვა, ოვალი)
8 ივლისი ტორონტო (კანადა, ქუჩა)
22 ივლისი ედმონტონი (კანადა, დროებითი)
5 აგვისტო ლექსინგტონი (ოჰაიო, ავტოდრომი)
19 აგვისტო ცინდაო (ჩინეთი, ქუჩა)
26 აგვისტო სირს პოინტი (კალიფორნია, ავტოდრომი)
2 სექტემბერი ბალტიმორი (მერილენდი, ქუჩა)
15 სექტემბერი ფონტანა (კალიფორნია, ოვალი)
No comments:
Post a Comment