Sunday, December 4, 2011

„ჯენერალ მოტორსმა“ შეიძლება „ვოლტის“ ელემენტების ბლოკი შეცვალოს

GM may redesign Volt battery, offers to buy back hybrid
4 დეკემბერი
„ჯენერალ მოტორსი“ თავისი პირველი სერიული ჰიბრიდული ელექტრომობილის, „შევროლე ვოლტის“ ელემენტების ბლოკის კონსტრუქციის შეცვლაზე ფიქრობს, რადგან აშშ–ის საგზაო უსაფრთხოების ფედრალურმა სამსახურმა (NHTSA), მანქანის ტესტირების შედეგად დაადგინა, რომ ბლოკი ავარიის შემთხვევაში აალებისადმი მიდრეკილებას ავლენს.

მართალია, ამერიკული კომპანიის ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ მანქანა უსაფრთხოა, მაგრამ არ გამორიცხავს, რომ თუ ამის მოთხოვნილება იქნება, ბლოკის კონსტრუქციას შეცვლის. ამასთან, იმ მფლობელებს, რომლებიც ამ ბლოკის შეცვლას გადაწყვეტენ, დროებით მფლობელობაში სხვა ავტომობილებს გადასცემენ. უფრო მეტიც, „ჯენერალ მოტორსი“ მზადაა, „ვოლტის“ მფლობელებისგან ეს ავტომობილი გამოისყიდოს კიდეც.
ამ ეტაპზე უცნობია, გენერლები პირველივე თაობის „ვოლტის“ აკუმულატორს შეცვლიან, თუ სიახლეს მეორე თაობის მოდელზე უნდა ველოდოთ. როგორც „უოლ სტრიტ ჯორნელი“ იუწყება, უკვე თითქმის 6000 ცალი „ვოლტია“გაყიდული. ზოგიერთ მყიდველს კომპანიისთვის მიუმართავს კიდეც, შესაძლებელია, თუ არა, რომ „ჯენერალ მოტორსმა“ გაყიდული ელექტრომობილები გამოისყიდოს. თუმცა, არცერთ მათგანს ჯერ მის ხელთ არსებული „ვოლტი“ არ დაუბრუნებია.
NHTSA და „ჯენერალ მოტორსი“ ერთად ატარებენ „შევროლე ვოლტის“ უსაფრთხოებაზე ტესტირებას და ამ პროცესში, ქრეშ ტესტების შემდეგ, რამდენიმე მანქანის ელემენტების ტესტიდან რამდენიმე დღს შემდეგ, ბლოკი აალდა.
ამერიკული კომპანია ასევე აცხადებს, რომ „შევროლე ვოლტის“ ევროპული ანალოგის, „ოპელ ამპერას“ წარმოებას მანამ შეაჩერებს, სანამ პრობლემის მიზეზები გაირკვევა და კონსტრუქცია შეიცვლება. მიზეზებს კი NHTSA სპეციალური გამოძიებით დაადგენს.
უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმე „ვოლტი“ ჯერ კიდევ მაისში გამოსცადა. პირველი მანქანის აკუმულატორს ცეცხლი ქრეშ ტესტიდან სამი კვირის შემდეგ გაუჩნდა. მეორე მანქანაზე, რომელიც ახლახანს გამოსცადეს, ბლოკი აალდა, ბოლი გაუშვა და ნაპერწკლები ჰყარა, მესამე მანქანის აალება კი ქრეშ ტესტიდან ერთი კვირის შემდგ მოხდა.
ყოველივეს მიუხედავად, „ჯენერალ მოტორსის“ მთავარი აღმასრულებელი დენ აკერსონი აცხადებს, რომ „შევროლე ვოლტი“ უსაფრთხო ავტომობილია და ინციდენტები შესაძლოა, ამ ავტომობილების ექსპლუატაციის პირობების დარღვევის შედეგი ყოფილიყო.
არადა, სააგენტო „კონსამერ რიპორტი“ აცხადებს, რომ „ვოლტზე“ დიდი მოთხოვნაა და გაყიდვები იმ მარტივი მიზეზით ფერხდბა, რომ დილერებს ის შოურუმებში ხშირად არ ჰყავთ. მაგრამ ეს ანგარიში NHTSA–ს მიერ თავისი ტესტების შედეგების გამოქვეყნებამდე გამოიცა.
„ჯენერალ მოტორსის“ ხელმძღვანელობის განცხადებით, „ვოლტის“ აკუმულატორების უჯრედები ავარიამდეც და ავარიის შემდეგაც, წესრიგში იყო, ინციდენტები კი შესაძლოა, სხვა კომპონენტების დაზიანებას გამოეწვია. ცნობისათვის, „შევროლე ვოლტისთვის“ ლითიუმ–იონური ელემენტების სამხრეთკორეული გიგანტი „LG ქემი“ აწარმოებს.

No comments:

Post a Comment