Sunday, December 4, 2011

„მაკლარენის“ შეფი „პირელისგან უარეს საბურავებს ითხოვს

Martin Whitmarsh tells Pirelli to give Formula 1 teams 'more headaches' next season
4 დეკემბერი
„მაკლარენის“ შეფ მარტინ უიტმარშს სურს, რომ მომავალი სეზონისთვის „პირელიმ“ ნაკლებად ხარისხიანი საბურავები აწარმოოს და ამით გუნდებს მეტი პრობლემები შეუქმნას, რაც რბოლების სანახაობრივ მხარეს გააუმჯობესებს.

იტალიურ კომპანიას, რომელიც ფორმულა ერთს ოცწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა, ისედაც ყველა აქებს იმსიათვის, რომ მისმა საბურავებმა რბოლების სანახაობრივი მხარე მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. მაგრამუიტმარში ამბობს, რომ საბურავების ხარისხი სეზონის ბოლოსკენ აშკარად გაუმჯობესდა, რაც გასწრებათა რიცხვზე უარყოფითად აისახა. ამიტომ, ის ფიქრობს, რომ „პირელიმ“ ისევ ისეთი საბურავები უნდა აწარმოოს, რომლებიც მალე ცვდება, რაც რბოლებს ნაკლებად პროგნოზირებადს გახდის.
„ჩემი აზრით, მათ უნებურად, ან სხვა მიზეზის გამო, სეზონის დასაწყისში რბოლების სანხაობრივი მხარე გააუმჯობესეს. ისინი ბევრ პრობლემას გვიქმნიდნენ და რბოლებიც არაპროგნოზირებადი იყო. შემდეგ კი საბურავების ხარისხის გაუმჯობესება დაიწყეს, რამაც მაშინვე იმოქმედა რბოლებზეც. ვფიქრობ, უკეთესი იქნება, თუ ისევ პრობლემებს შეგვიქმნიან. კერს–ი და რეგულირებადი ფრთებიც მოქმედბს რბოლების ხასიათზე, მაგრამ უფრო მეტად, ამას საბურავები განაპირობებს“, – ამბობს უიტმარში.
მას ეთანხმება „ფერარის“ შეფი სტეფანო დომენიკალი, ვისაც მიაჩნია, რომ „პირელიმ“ დიდი როლი ითამაშა გასულ სეზონში, თუმცა თვლის, რომ ამ კომპანიას კვლავაც შეუძლია სიტუაციის გაუმჯობესება.
„ჩემი აზრით, „პირელის“ უნდა მივულოცოთ, რადგან „ბრიჯსტოუნისგან“ საქმის გადაბარება არ იყო იოლი. სეზონის დასაწყისში ბევრი ჩიოდა, რომ საბურავების გამო, მანქანა ძნელად სამართავი იყო. მაგრამ ეს მათი პირველი სეზონი იყო და დარწმუნებული ვარ, მომავალ სეზონში ისინი რბოლების გაუმჯობესებას კვლავაც შეძლებენ“, – ამბობს დომენიკალი.
„პირელი“ კი აცხადბს, რომ მომავალ სეზონში გუნდებს მეტ არჩევანს შესთავაზებს. იტალიური კომპანია თვლის, რომ სხვადასხვა ტიპის საბურავების მახასიათებლების დაახლოებით, გუნდებს სტრატეგიის მეტი არჩევანი ექნებათ. კომპანიის მოტორ სპორტის შტოს შეფი პოლ ჰემბრი პირობას დებს, რომ მომავალ სეზონში ყველა გუნდი მარტო რბილი საბურავებით არ იასპარეზებს, რადგან მახასიათებლებით, საშუალო და მყარი საბურავები რბილებს მიუახლოვდება. ამ ტიპის რეზინებს შორის დროში სხვაობა კი 1.2–დან 0.8 წამამდე შემცირდება.

No comments:

Post a Comment