Meet the New 2013 Hyundai Elantra Hatchback
18 დეკემბერი
i30–ის ფრანკფურტული ვერსია |
ფრანკფურტის წლევანდელი მოტორ შოუს ერთ–ერთი გამორჩეული სერიული ექსპონატი, „ჰიუნდაის“ უახლესი ჰეჩბეკი i30 იყო, იმდენად გამორჩეული, რომ მისით „ფოლკსვაგენის“ შეფი მარტინ ვინტერკორნიც აღფრთოვანდა და ეს არც დაუმალავს. i30 ევროპელი დილერების შოურუმებში გაზაფხულიდან გამოჩნდება, მანამდე კი კორეელები მას ამერიკელებსაც წარუდგენენ.
ამერიკის ბაზარზე, კორეელები i30–ით უნივერსალ „ელანტრა ტურინგის“ შეცვლას აპირებენ. ეს მოდელი, ახლანდელი i30–ის უნივერსალისძარიანი ვერსიაა. მაგრამ ახალს ისევ „ელანტრა ტურინგს“ უწოდებენ, თუ სხვა სახელს, ეს ჯერ ცნობილი არაა. კამუფლირებული ახალი ავტომობილი, გამოცემა ქარსკუპის ფოტორეპორტიორმა კალიფორნიაში, საგზაო ტესტების დროს დააფიქსირა. ფოტოდან ჩანს, რომ ის ძლიერაა შენიღბული, თუმცა შავ საბურველში გაკეთებული ჭრილიდან, მისი უკანა ფარები ჩანს, რომელთა ზომების და მოყვანილობის მიხედვითაც, რეპორტიორი ასკვნის, რომ ეს სწორედ ფრანკფურტში ნაჩვენები i30 უნდა იყოს. არაა გამორიცხული, რომ ის სწორედ ხუთკარიანი ჰეჩბეკის ძარით წარსდგეს ამერიკის ბაზარზე.
შეგახსენებთ, რომ ფრანკფურტში ნაჩვენები i30 დაახლოებით „ფოლკსვაგენ გოლფის“ ზომისაა. მისთვის „ჰიუნდაის“ ოთხი ძრავი აქვს გამოყოფილი. ამათგან ორი ბენზინზე მუშაობს და ორიც – დიზელზე. ორივე ტიპის ძრავები 1.4 და 1.6–ლიტრიანია. ამასთან, დიზელის აგრეგატები ტურბოკომპრესორითაა აღჭურვილი. ახალი i30–ის ყველაზე ეკონომიურსა და ეკოლოგიურ ვერსიებს კი სახელში „ბლიუ“ აქვს დართული.
ოთხივე ძრავთან 6–საფეხურიანი მექანიკური კოლოფი შეწყვილდება. ამასთან, ბენზინის 1.6–ლიტრიანი და ორივე დიზელის ძრავით აღჭურვილი მოდელების მყიდველს, ოპციის სახით, 6–საფეხურიან ავტომატურ კოლოფსაც შესთავაზებენ. სავარაუდოდ, ამ ავტომობილის ამერიკული ვერსიის (ელანტრას) კაპოტქვეშ, კუპე „ველოსტერის“ 1.6–ლიტრიანი GDI (სერია გამა) ძრავი მოთავსდება, რომელიც 138 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
No comments:
Post a Comment