Ford to Preview New Global Model with a Concept at 2012 New Delhi Auto Show
19 დეკემბერი
7 იანვარს სტარტს აიღებს საავტომობილო გამოფენა „ავტო ექსპო 2012“, რომელსაც ნიუ დელი უმასპინძლებს. ამ გამოფენაზე კი საავტომობილო სამყარო პირველად იხილავს „ფორდის“ უახლესი გლობალური მოდელის კონცეპტუალურ ვერსიას, რომლის ფოტო ტიზერიც ამერიკულმა კომპანიამ ინტერნეტით უკვე გაავრცელა.
დირბორნელებს ახალი ავტომობილის შესახებ არანაირი სხვა ინფორმაცია არ გამოუქვეყნებიათ. სამაგიეროდ, მათს რელიზში წერია, რომ ესაა სრულიად ახალი ავტომობილი, რომელიც მალე მსოფლიოს ყველა ბაზარზე გამოჩნდება და რომელსაც ხელმისაწვდომი ფასი ექნება.
გამოქვეყნებულ ტიზერზე, ახალი ავტომობილის მხოლოდ მცირე ნაწილი და ლოგო ჩანს, თუმცა ტიზერების გაშიფვრაში გაწაფულმა სპეციალისტებმა უკვე გამოთქვეს ვარაუდი, რომ ეს უნდა იყოს პატარა, ხუთკარიანი ქროსოვერი, რომელიც „ფიესტას“ პლატფორმაზეა აგებული.
ასევე გამოითქვა ვარაუდი, რომ ამ ავტომობილს სახელად „ეკოსპორტს“ დაარქმევენ. ამ სახელით, ამერიკული კომპანია ავტომობილებს ლათინური ამერიკის ქვეყნებში ადრე ჰყიდდა, სადაც ის დიდი პოპულარობით სარგებლობდა. სავარაუდოდ, ის იმ ძრავებით აღიჭურვება, რომლებიც „ფიესტაზე“ გვხვდება.
პირველ რიგში, ახალი ავტომობილი განვითარებადი ქვეყნების ბაზრებზე გამოვა, თუმცა მოგვიანებით მას მისი შეძენა განვითარებულ ქვეყნებშიც იქნება შესაძლებელი. პირველად მისი გაყიდვები ინდოეთში დაიწყება, სადაც „ფორდს“ რვა ახალი ავტომობილის გამოტანა აქვს დაგეგმილი. ამ რვიდან კი, გამოქვეყნებულ ტიზერზე ნაჩვენები მოდელი მეორეა.
No comments:
Post a Comment