McLaren will be ready for first 2012 Formula 1 test
19 დეკემბერი
„მაკლარენმა“ გამოაცხადა, რომ ახალი სეზონისთვის მანქანას მანამ დაამზადებს, სანამ პირველი ტესტები დაიწყება. უფრო კონკრეტულად კი, ბოლიდის წარდგენის თარიღად 1 თებერვალი დაასახელა.
ცნობილია, რომ მომავალი სეზონისთვის მნიშვნელოვნად გამკაცრებულია ქრეშ ტესტების პირობები. ამიტომ, რამდენიმე გუნდმა, მანქანის პირველ ტესტებზე გამოყვანისგან თავი შეიკავა, რათა ისეთი ტექნიკა მოამზადონ, რომელიც ამ ტესტებს გაუძლებს.
პირველი ტესტები ესპანეთის სამხრეთის ქალაქ ხერესის ტრასაზე, 7–10 თებერვალს ჩატარდება და „მაკლარენი“ მასზე ახალი მანქანით ივარჯიშებს. ამგვარად, ბრიტანული საჯინიბო მესამე მოწინავე გუნდია, რომელიც ხერესშივე შეუდგება თავისი ახალი ტექნიკის სრულყოფას. მანამდე „ფერარიმ“ და „რედ ბულმაც“ გამოაცხადეს, რომ ხერესისთვის მზად ექნებათ ახალი ბოლიდები.
სამაგიეროდ, იქ „მერსედესი“ ძველ მანქანას გამოიყვანს, რომელზეც ახლის ელემენტები იქნება დამონტაჟებული. გერმანულმა გუნდმა გამოაცხადა, რომ პირველ ტესტებს გამიზნულად ტოვებს, რათა მანქანა უფრო კარგად მოამზადოს. სამაგიეროდ, ბარსელონას ტესტებისთვის, რომელიც 21 თებერვალს დაიწყება, სამქიმიანები სრულ მზადყოფნაში იქნებიან.
No comments:
Post a Comment