Morgan pushes back EvaGT launch to incorporate advanced magnesium alloys
19 დეკემბერი
ავტომწარმოებლებს ბაზარზე ახალი პროდუქტის გამოტანის გადადება ხშირად უწევთ, რასაც სხვადასხვა მიზეზი აქვს. ხშირად, ამის მიზეზი ის კი არაა, რომ უკეთესი ავტომობილის გამოშვება სურთ, არამედ ის, რომ მანქანა წარმოებისთვის მზად არაა ხოლმე. ამავე მიზეზით, „მორგანს“ თავისი უახლესი ავტომობილის წარმოება უგვიანდება.
ბრიტანულმა კომპანიამ, ქვეყნის მთავრობის ტექნოლოგიების სტრატეგიული საბჭოსგან სოლიდური გრანტი მიიღო იმისათვის, რომ თავისი ავტომობილების შასის წარმოებაში, მაგნიუმისა და ალუმინის შენადნობი ფართოდ დაენერგა. ამას კი ბევრი სრო დასჭირდა.
სწორედ ამიტომაა, რომ სუპერ ავტომობილ „ევაGT–ს“ სერიული ვერსიის პრემიერა, რომელიც ჟენევის წლევანდელ მოტორ შოუზე იგეგმებოდა, დიდი ხნით გადაიდო. სავარაუდოდ, ამ ავტომობილს სამი წლის შემდეგ გვჩვენებს. და ამ ავტომობილის წარმოებისას, ფართოდ გამოიყენებენ მაგნიუმისა და ალუმინის შენადნობს. პრემიერის გადადების მიზეზიც სწორედ ისაა, რომ შესაბამისი ტექნოლოგიების დამუშავება გაჭიანურდა.
სამაგიეროდ, როდესაც მყიდველისთვის ახალი ავტომობილი ხელმისაწვდომი გახდება, ის მათ სიმსუბუქით, ეკონომიურობით და მანევრულობით გააოცებს. მოკლედ, იმაზე უკეთესი იქნება, ვიდრე მისივე კონცეპტუალური ვერსია იყო...
No comments:
Post a Comment