Stage six of the Dakar Rally is cancelled due to bad weather
6 იანვარი
დაკარის რბოლის ორგანიზატორებმა მე–6 ეტაპი გააუქმეს, ამის მიზეზი კი უამინდობა გახდა. იმავე მიზეზის გამო, მე–5 ეტაპიც დასამოკლებელი გახდა. ჩილეს ანდებში მოსულმა ჯერ წვიმამ, შემდეგ კი თოვლმა, გზა სახიფათო გახადა. ესეც რომ არა, ჩილეს მთავრობამ საზღვარი ჩაკეტა, რაც რბოლის მონაწილეებს ლოჯისტიკურ პრობლემებს შეუქმნიდა. ამიტომაც, ორგანიზატორები იძულებული გახდნენ, ეტაპის გაუქმების გადაწყვეტილება მიეღოთ.
მე–6 ეტაპზე, რბოლის მონაწილეებს არგენტინა უნდა დაეტოვებინათ. მათ სულ 650 კილომეტრი ჰქონდათ გასავლელი, რომელთაგან 270 კილომეტრი ჩქაროსნული იყო. ტრასის სირთულეს ის ფაქტიც განაპირობებს, რომ ეკიპაჟებს ზღვის დონიდან 4700 მეტრის სიმაღლეზე არსებული უღელტეხილი პასო დე სან ფრანსისკო უნდა გაევლოთ.
ეტაპის გაუქმების მიუხედავად, დაკარის მონაწილეთა და გამყოლთა ქარავანმა უღელტეხილზე გავლის (რა თქმა უნდა, არასარბოლ რეჟიმში) უფლება მიიღო.
No comments:
Post a Comment