Krzysztof Holowczyc wins stage five of Dakar Rally to close on leader Stephane Peterhansel
5 იანვარი
დაკარის რალი–მარათონის მეხუთე ეტაპი „მინის“ პოლონელმა მრბოლმა კრჟიშტოფ ჰოლოვჟიჩმა მოიგო და ამ გამარჯვებით, საერთო კლასიფიკაციაში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. თანაც, რბოლის ლიდერ სტეფან პეტერანსელს 4 წუთზე ოდნავ მეტითღა ჩამორჩება.
წინაღამის წვიმის გამო, 126–კილომეტრიანი სპეცმონაკვეთი 45 კილომეტრით შემოკლდა. პოლონელმა პილოტმა დარჩენილი გზა დაკარის ცხრაგზის ჩემპიონ პეტერანსელზე, ვინც მესამე უსწრაფესი იყო, თითქმის 4 წუთით სწრაფად გაიარა და წლევანდელ დაკარზე პირველად გახდა ეტაპის გამარჯვებული.
პრობლემები შეექმნა სამხრეთაფრიკელ გინიელ დე ვილიერსს, ვისაც წინა ეტაპის შემდეგ, მეორე ადგილი ეკავა. ეს ფინიშამდე დაახლოებით 70 კილომეტრით ადრე მოხდა. „ტოიოტას“ მრბოლმა თითქმის 20 წუთი დაკარგა, თუმცა ფინიშს მაინც მიაღწია და კლასიფიკაციაშიც, მეხუთე ადგილამდე ჩამოქვეითდა.
ეტაპი მეოთხე შედეგით დაასრულა „მინის“ კიდევ ერთმა მრბოლმა, ესპანელმა ნანი რომამ, რომელმაც საერთო ჩათვლაში მესამეზე გადაინაცვლა. ამგვარად, მოწინავე სამეული „მინის“ ეკიპაჟებმა დაიკავეს. რომა ლიდერს თითქმის 11 წუთით ჩამორჩება. მეოთხე ადგილი შეინარჩუნა ამერიკელმა რობი გორდონმა, რომელმაც ეტაპი მეორე საუკეთესო შედეგით დაასრულა.
კვლავ პრობლემებს გადააწყდა გორდონის ყატარელი თანაგუნდელი და დაკარის მოქმედი ჩემპიონი ნასერ ალ–ატია. ეტაპის დიდი ნაწილის განმავლობაში, ის კვლავ უსწრაფესი იყო, მაგრამ ფინიშამდე 32 კილომეტრით ადრე, მისი „ჰამერი“ კვლავ გაჭირვეულდა. ამჯერად მანქანის რადიატორი წყლისგან დაიცალა. რამაც ძრავის გადახურება გამოიწვია. რემონტზე 24 წუთი დაიკარგა, კლასიფიკაციაში კი ის მერვე ადგილამდე ჩამოქვეითდა.
კლასიფიკაცია 5 ეტაპის შემდეგ
1. სტეფან პეტერანსელი (საფრანგეთი, მინი) 11:58:03
2. კრჟიშტოფ ჰოლოვჟიჩი (პოლონეთი, მინი) + 4:18
3. ნანი რომა (ესპანეთი, მინი) + 10:39
4. რობი გორდონი (აშშ, ჰამერი) + 13:32
5. გინიელ დე ვილიერსი (სამხ. აფრიკა, ტოიოტა) + 21:01
6. ლეონიდ ნოვიცკი (რუსეთი, მინი) + 30:51
7. კარლოს სოუსა (პორტუგალია, გრეიტ უოლი) + 40:55
8. ნასერ ალ–ატია (ყატარი, ჰამერი) + 50:47
9. ერიკ ფან ლოონი (ჰოლანდია, მიცუბიში) + 53:33
10. ლუსიო ალვარესი (არგენტინა, ტოიოტა) + 59:10
No comments:
Post a Comment