Chrysler Boss asks if the 700C Concept Minivan is Stupid, Beautiful or Crazy
17 იანვარი
როგორც წესი, ავტომწარმოებლები და მათი ხელმძღვაბნელები, გამოფენებზე საკუთარი ექსპონატებისთვის საქებარ სიტყვებს არ იშურებენ. მაგრამ თურმე, გამონაკლისი შემთხვევებიც ხდება ხოლმე. დეტროიტში სწორედ ასეთი შემთხვევა მოხდა, როცა „კრაისლერმა“ თავისი კონცეპტუალური მინივენი 700C წარადგინა.
„სულელური, მშვენიერი, თუ გიჟური?“ – ამერიკული ბრენდის გლობალური ოპერაციების შეფმა საად ჩეჰაბმა, ამ ავტომობილის დასახასიათებლად, საზოგადოებას სწორედ ამ სიტყვებიდან ერთ–ერთის გამოყენება სთხოვა. და პრინციპში, გასაკვირი არც არაფერი უთქვამს – ეს ავტომობილი ხომ ჩვეულებრივი ექსპერიმენტია, რომელმაც კომპანიის დიზაინერებს, მომავალი სტილის განვითარების გზა უნდა დაანახოს.
ავსტრალიურ საავტომობილო ვებგვერდ „დრაივთან“ საუბრისას, ჩეჰაბმა განაცხადა, ჩემმა კომპანიამ 700C–ს შესახებ ტექნიკური მონაცემები იმ მარტივი მიზეზის გამო არ გამოაქვეყნა, რომ ამ ავტომობილის მეშვეობით სურს გაიგოს დამთვალიერებლების და სპეციალისტების შეხედულება მის გარეგნობაზეო. მანვე დასძინა, რომ კონცეპტუალური მინივენის დეტროიტის შოუზე გამოტანა ბოლო მომენტში გადაწყდა.
კონცეპტუალური 700C, სერიული „თაუნ ენდ ქანთრის“ ბაზაზე აიგო. „კრაისლერი“ ამჟამად საკუთარი დიზაინის დახვეწას ცდილობს და მისი სტილისტები სწორედ ამით არიან დაკავებული. „ამ ავტომობილით, ახალი სტილის შემუშავების პროცესში, პირველი ნაბიჯი გადავდგით, ეს კონცეპცია მხოლოდ სავარჯიშოა, რომელმაც ახალი სტილის შემუშავებამდე უნდა მიგვიყვანოს. ამ ავტომობილით, ჩვენ ხალხს ვეკითხებით – ის სულელურია, მშვენიერი, თუ გიჟური?“ – დასძენს ჩეჰაბი.
No comments:
Post a Comment