Tuesday, January 17, 2012

„მაზერატი“ ქროსოვერ „კუბანგს“ ამერიკაში გამოუშვებს

Maserati Brings Kubang Sport Luxury SUV Concept to its Birth Town
17 იანვარი
ეს კონცეპტუალური ავტომობილი ახალი სულაც არაა. ისიც ცნობილია, რომ „კუბანგი“ „ჯიპ გრანდ ჩეროკისა“ და „დოჯ დურანგოსგან“ გაიზიარებს პლატფორმას. სამაგიეროდ, აბსოლუტურად ორიგინალური, მიმზიდველი გარეგნობა აქვს, რომელიც „მაზერატის“ სტილის ცენტრში შეიმუშავეს. რაც მთავარია, ამ ავტომობილით, იტალიური კომპანია, რომელიც „ფიატის“ ჯგუფში შედის, ამერიკის ბაზარს დაუბრუნდება.

დეტროიტამდე „კუბანგი“ ფრანკფურტის მოტორ შოუზე გვიჩვენეს. მისი გარეგნობა გაცილებით დახვეწილია, ვიდრე ამავე სახელის მქონე პირველი კონცეპტუალური ქროსოვერი იყო. სტილის შემუშავებას „პინინფარინას“ ყოფილი თანამშრომელი ლორენცო რამაჩოტი ხელმძღვანელობდა. სხვათა შორის პლატფორმას, რომელზეც ამ ავტომობილს ააგებენ, „მერსედეს–ბენცი“ წინა თაობის ML–ზე იყენებდა.
სავარაუდოდ, ავტომობილი „ფერარის“ წარმოების ძრავით აღიჭურვება. რომლით, ჯერ დადგენილი არაა. არსებობს მეორე ვარიანტიც – „კრაისლერის“ 6.4–ლიტრიანი V8 (სერია ჰემი), რომელსაც ამერიკული კომპანია „ჯიპ გრანდ ჩეროკი SRT8–ზე“ იყენებს. გარდა ამისა, მყიდველს დიზელისძრავიან „კუბანგსაც“ შესთავაზებენ. ძრავს კი სრულიად ახალი, 8–საფეხურიანი ავტომაური კოლოფი შეუწყვილდეა.
„კუბანგს“ მხოლოდ ამერიკული კომპანიის კუთვნილ დეტროიტულ ქარხანა ჯეფერსონ ნორთში გამოუშვებენ. ამ ავტომობილით, „მაზერატი“ კონკურენციას „პორშეს“ პოპულარულ ქროსოვერ „კაიენს“ გაუწევს, რომელსაც გერმანული კომპანიისთვის უზარმაზარი მოგება მოაქვს. ასანიშნავია, რომ აქამდე „კაიენი“ ლუქსის კლასის ქროსოვერების კლასში ერთადერთი ავტომობილია. მალე კი მას „მაზერატი კუბანგის“ გარდა, კონკურენციას „ლამბორგინის“ და „ბენტლის“ უგზოობის ავტომობილებიც გაუწევენ.

No comments:

Post a Comment