Stephane Peterhansel takes lead of Dakar Rally as Nasser Al-Attiyah wins stage two
3 იანვარი
პირველი, ტრაგიკული და ქაოტური ეტაპის შემდეგ, დაკარის რბოლა მეორე ეტაპიდან ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდა. ანუ, ლიდერობა ფავორიტმა სტეფან პეტერანსელმა იგდო ხელთ. მართალია, ფრანგს ეს ეტაპი არ მოუგია, მაგრამ ორი რბოლის ჯამში, მაინც ის დაწინაურდა.
პეტერანსელი მიმდინარე დაკარის ყველაზე გამოცდლი და ტიტულოვანი მონაწილეა – მის ანგარიშზე უდაბნოს ამ გამთანგველი მარათონული რბოლის 9 ტიტულია, რომლებიც მოტოციკლების და ავტომობილების კლასებში აქვს მოპოვებული. ამჯერად ის „მინის“ გუნდში ასპარეზობს.მეორე ეტაპის 290–კილომეტრიანი ჩქაროსნული სექცია მან 2 საათში, 48 წუთსა და 12 წამში გაიარა, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ლიდერობა თავის თანაგუნდელ ლეონიდ ნოვიცკისთვის ჩამოერთმია. თუ პირველი ეტაპის შემდეგ, ის რუსს 9 წამით ჩამორჩებოდა, ახლა მეორეზე მყოფ ამერიკელ რობი გორდონს (სერია ნასქარ–ის მრბოლია) თითქმის ორწუთნახევარს უგებს.
მეორე ეტაპი კი დაკარის შარშანდელმა ჩემპიონმა, ყატარელმა ნასერ ალ–ატიამ მოიგო, რომელმაც პეტერანსელს 54 წამი მოუგო. მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა იმისათვის, რომ ლიდერი გამხდარიყო. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ალ–ატიამ პირველ ეტაპზე 9 წუთზე მეტი დაკარგა. ეტაპზე მესამე საუკეთესო დრო ალ–ატიას გუნდის შეფ გორდონს ჰქონდა, ვინც საერთო კლასიფიკაციაში მეორეზე გადაინაცვლა. ნოვიცკიმ კი 11 წუთზე მეტი დაკარგა და საერთო ჩათვლაში მერვეზე გადაინაცვლა.
რაც შეეხება ტრაგედას, მან არგენტინელ მოტომრბოლ ხორხე ბოეროს სიცოცხლე შეიწირა. ის 57–კილომეტრიანი სპეცმონაკვეთის ფინიშამდე 2 კილომეტრით ადრე დაეცა და ეს ავარია მისთვის ფატალური გამოდგა.
კლასიფიკაცია 2 ეტაპის შემდეგ
1. სტეფან პეტერანსელი (საფრანგეთი, მინი) 3:20:33
2. რობი გორდონი (აშშ, ჰამერი) + 2:28
3. კრჟიშტოფ ჰოლოვჟიჩი (პოლონეთი, მინი) + 2:33
4. გინიელ დე ვილიერსი (სამხ. აფრიკა, ტოიოტა) + 3:49
5. ნანი რომა (ესპანეთი, მინი) + 5:32
6. ნასერ ალ–ატია (ყატარი, ჰამერი) + 8:47
7. გილერმე სპინელი (ბრაზილია, მიცუბიში) + 11:07
8. ლეონიდ ნოვიცკი (რუსეთი, მინი) + 11:17
9. რიკარდო ლეალ დს სანტუში (პორტუგალია, მინი) + 14:41
10. ლუსიო ალვარესი (არგენტინა, ტოიოტა) + 15:22
No comments:
Post a Comment