ორიოდ დღეში, დეტროიტის კობო სენტერში ჩრდილოეთ ამერიკის საერთაშორისო მოტორ შოუ გაიხსნება. მასზე „ჰიუნდაი“ თავის „ჯენეზის კუპეს“ განახლებულ ვერსიას წარადგენს.
„ნახეთ „ჯენეზის კუპეს“ ვიდეო წარდგენა. ამ ავტომობილს დეტროიტის ჩრდილოეთ ამერიკის საერთაშორისო მოტორ შოუზე ნახავთ და შოუს დღეებში, უფრო სრულყოფილ ვიდეოსაც გაჩვენებთ“, – გვამცნობს „ჰიუნდაი“.
კორეულმა კომპანიამ ახლახანს, ნიუ დელის საავტომობილო გამოფენაზე, კონცეპტუალური კომპაქტური მინივენი „ჰექსა სპეისი“ გვიჩვენა. ახლა კი „ჯენეზის კუპეს“ ჯერი დადგა. თუმცა, ეს „ჰიუნდაის“ სიახლეების პროგრამის მხოლოდ დასაწყისია, რადგან ჟენევაში, შანჰაისა და პარიზში, კორეული გიგანტისგან კიდევ არაერთი საინტერესო სიახლეა მოსალოდნელი...
No comments:
Post a Comment