2013 Dodge Dart Photos and Video Leaked Ahead of Detroit Motor Show Debut
7 იანვარი
დეტროიტის შოუზე „კრაისლერი“ სრულიად ახალი ავტომობილის – „დოჯ დარტის“ პრემიერას ჩაატარებს, ავტომობილისა, რომელმაც წარუმატებელი „დოჯ კალიბერი“ უნდა შეცვალოს. ეს პირველი ავტომობილია, რომელიც ამერიკულმა კომპანიამ „ფიატის“ მიერ გაზიარებულ პლატფორმაზე ააგო და რომლითაც კონკურენციას „ფორდ ფოკუსს“ გაუწევს.
„დარტი“ „ალფა რომეო ჯულიეტას“ გაგანიერებულ და დაგრძელებულ პლატფორმაზეა ბაზირებული. მისთვის ბენზინის სამი ოთხცილინდრიანი ძრავია განკუთვნილი. მათგან ორი ატმოსფერულია. მათი მუშა მოცულობები 2.0 და 2.4 ლიტრია და ისინი 160 და 184 ცხენის ძალას ავითარებენ. ერთი ძრავი კი 1.4–ლიტრიანია და მას ტურბოკომპრესორი ემსახურება. ამ ძრავს „ფიატი“ თავის პოპულარულ „ჩინკვეჩენტოზე“ იყენებს. ამ ძრავის სიმძლავრეც 160 ცხენის ძალაა.
ავტომობილს წინა წამყვანი ბორბლები აქვს, მის ძრავებს კი „ფიატისგან“ მიწოდებული 6–საფეხურიანი ავტომატური კოლოფი, ორდისკოიანი ქუროს დახმარებით უკავშირდება. გარდა ამისა, მყიდველს 6–საფეხურიანი მექანიკური კოლოფით აღჭურვილი კოლოფით აღჭურვილი ავტომობილის შეკვეთის საშუალებაც ექნება. მომავალში კი მყიდველს 9–საფეხურიან კოლოფებსაც შესთავაზებენ, რომელსაც „ფიატისა“ და „კრაისლერისთვის“ კომპანია ZF დაამზადებს.
ამ ინფორმაციამ ინტერნეტში შოუს გახსნამდე გაჟონა. სავარაუდოდ, რომ მის გავრცელებას თავად „კრაისლერმა“ შეუწყო ხელი, რადგან ფოტოები მაღალი ხარისხისაა. დტროიტის შოუზე კი „დოჯ დარტის“ შესახებ უფრო დაწვრილებით ინფორმაციას შევიტყობთ.
No comments:
Post a Comment