Volkswagen to Debut Beetle-Based Electric Hot Rod at the Detroit Motor Show
7 იანვარი
დეტროიტის მოტორ შოუს გახსნამდე ორი დღე დარჩა. ავტო სამყარო ამ დღეს მოუთმენლად ელის, რადგან როგორც ყოველთვის, დიდ გამოფენებზე ბევრი საინტერესო სიახლის ხილვა შეიძლება. ამ სიახლეთაგან, ბევრს მათი მწარმოებლები ტიზერების მეშვეობით, წინდაწინ გვაცნობენ ხოლმე. მაგრამ ასე მხოლოდ სერიულ, თუ წინასერიულ ავტომობილებთან დაკავშირებით იქცევიან. შოუსტოპერების შესახებ ინფორმაცია კი, საბურველის მოხსნამდე, გასაიდუმლოებულია.
და მაინც, ინფორმაციის გაჟონვებიც ხდება ხოლმე. ამას ხან თავად ავტომწარმოებლები უწყობენ ხელს, ხან კი ინფორმაციის მოპოვებაზე დაგეშილი ჟურნალისტები ახერხებენ. დღეს სწორედ ასეთი ინფორმაცია გაავრცელა ინტერნეტ გამოცემა „ქარსკუპმა“: თურმე დეტროიტში „ფოლკსვაგენის“ კონცეპტუალურ ელექტრომობილს ვიხილავთ, ავტომობილს, რომელიც ახალი „ხოჭოს“ ბაზაზეა შექმნილი.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ავტომობილს არამხოლოდ ძალური დანადგარები, არამედ გარეგნულადაც ძლიერ შეცვლილია. კერძოდ, ის ძლიერ დადაბლებულია და საბორბლე თაღებიც ძალიან დაბერილი აქვს. ალბათ 2005 წლის კონცეპტუალური „რაგსტერი“ გაგახსენდათ, რომელიც პირველად სწორედ დეტროიტის შოუზე გამოჩნდა.
ახლა ისღა დაგვრჩენია, შოუს გახსნას და ამ ავტომობილის შესახებ უფრო დაწვრილებით ინფორმაციას დაველოდოთ...
No comments:
Post a Comment