Hyundai tops J.D. Power's Customer Retention Study
16 იანვარი
სამარკეტინგო კვლევებზე ორიენტირებულმა კომპანია „ჯეი დი პაუერმა“ შეაჯამა ავტომწარმოებელთა კლიენტების ერთგულების კვლევების შედეგები, რომლის შედეგადაც, შესაბამის რეიტინგში მოწინავე პოზიცია „ჰიუნდაიმ“ დაიკავა. კორეული კომპანიის მაჩვენებელი 4 პროცენტული ერთეულით, 64 პროცენტამდე გაიზარდა. „ჰიუნდაის“ ასეთი კარგი შედეგი მეტწილად ორმა მოდელმა – „ელანტრამ“ და „სონატამ“ განაპირობა.
„ჯეი დი პაუერის“ ანალიტიკოსების თქმით, „ჰიუნდაის“ ეს მიღწევა იმის შედეგია, რომ კომპანიამ გაზარდა სამოდელო გამა. ამასთან, ინტენსიურად ნერგავს ახალ ტექნოლოგიებს და აუმჯობესებს ხარისხს, რაც მისი ავტომობილების საბაზრო მიმზიდველობას განაპირობებს.
რეიტინგში მეორე ადგილი ერთდროულად ორმა კომპანიამ – „ფორდმა“ და „ჰონდამ“ დაიკავა, რომელთა პროდუქციისადმი მომხმარებელთა ერთგულების დონე 60 პროცენტს აღწევს. ყველაზე მეტად პოზიცია „ჯიპს“ აქვს გაუმჯობესებული, რომელსაც წინა რეიტინგთან შედარებით 17 საპროცენტო ერთეული აქვს მომატებული (51 პროცენტამდე).
გამოკვლევთ ასევე დადგინდა, რომ კომპანიებისადმი ერთგულებისადმი ყველაზე მეტი მიდრეკილება ქალებს და ახალგაზრდა მყიდველებს აქვთ. ამ მხრივ, უფრო ცვალებადები ხნიერი მყიდველები და მამაკაცები არიან. მაგალითად, „ჰიუნდაის“, „ჰონდას“, „კიას“ და „მერსედეს–ბენცის“ ავტომობილებისადმი ყველაზე მეტ ლოიალობას ქალები ავლენენ, „ფორდის“, „კიას“ და „მერსედეს–ბენცის“ ავტომობილებისადმი კი მსგავსი დამოკიდებულება ახალგაზრდა მყიდველებს აქვთ.
No comments:
Post a Comment