NHTSA Clears Chevrolet Volt on Fire Risk, Says Everything's Okay Now
21 იანვარი
„შევროლე ვოლტის“ პრობლემები დასრულდა – საგზაო უსაფრთხოების ეროვნულმა ადმინისტრაციამ (NHTSA – ნეიშნლ ჰაივეი ტრეფიკ სეიფტი ედმინისტრეიშნ) დაადგინა, რომ ავარიის შემდგომ მომხდარი ხანძრები, აკუმულატორების ბლოკის კონსტრუქციის ბრალი არ იყო.
რვაკვირიანმა შემოწმებამ აჩვენა, რომ აკუმულატორების ბლოკის კონსტრუქცია სრულიად უხიფათოა. და კიდევ უფრო უხიფათო გახდა მას შემდეგ, რაც „ჯენერალ მოტორსმა“ მას მოდიფიკაცია ჩაუტარა. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, გვერდიდან დაჯახებისას, აკუმულატორების ბლოკზე ნაკლები დარტყმა მოდის და ის დაზიანებისადმი უფრო მედეგია.
„მიღებული მონაცემების ანალიზის შემდგ, NHTSA იმ დასკვნამდე მივიდა, რომ „შევი ვოლტი“, ან სხვა ელექტრომობილები, ხანძრისადმი იმაზე მეტ მიდრეკილებას არ ავლენს, ვიდრე შიდაწვისძრავიანი ავტომობილები“, – ნათქვამია სააგენტოს ოფიციალურ განცხადებაში.
NHTSA–მ „შევროლე ვოლტის“ გამოკვლევები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქრეშ ტესტებისას ნაავარიები ავტომობილების აკუმულატორების ბლოკებს, ავარიიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ცეცხლი გაუჩნდა, ან ნაპერწკლები ყარა. „ჯენერალ მოტორსმა“ საკუთარი ინიციატივითაც ჩაატარა გამოკვლევა, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ აკუმულატორების ბლოკის გამაგრილებელი სისტემის დამცავი კონსტრუქცია ადვილად ზიანდება, რის შედეგადაც, იქიდან გამოსული სითხე მოკლე ჩართვას იწვევს.

ამის გამო, „ჯენერალ მოტორსმა“ სასწრაფოდ შეიმუშავა აკუმულატორების გაუმჯობესებული დამცავი სტრუქტურა. გარდა ამისა, გამაგრილებელ სისტემაში დაამატეს სპეციალური სენსორი, რომელიც სისტემაში სითხის დონეეს აფიქსირებს და სითხის დონის შემცირების შემთხვევაში, გამაფრთხილებელ სიგნალს იძლევა.
NHTSA ასევე აცხადებს, რომ ხანძრის შემთხვევები არ დაფიქსირებულა იმ „ვოლტებზე“, რომლებიც უკვე მოძრაობენ ამერიკის გზებზე. ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ ძლიერი ავარიების შემთხვევაში, ხანძრებისგან არავინაა დაზღვეული, თუმცა იგივე შეიძლება შიდაწვისძრავიან ავტომობილებზეც ითქვას.
No comments:
Post a Comment