Kimi Raikkonen impresses Lotus in his first test since returning to Formula 1
23 იანვარი
„ლოტუსის“ სატრეკო ოპერაციების ინჟინერი ალან პერმენი ამბობს, რომ პირველივე ტესტებზე, რომელიც გუნდის ორი წლის წინანდელი მანქანით ჩაატარა, კიმი რაიკონენმა ყველას დაანახა, რომ ფორმულა ერთში მისი დაბრუნება შეიძლება წარმატებული იყოს.
მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონი ვალენსიაში იმყოფება, სადაც 2010 წლის სპეციფიკაციის „რენოს“ ბოლიდს სცდის. ინგლისურ გუნდს ფინელი პილოტის დროები არ გამოუქვეყნებია, რადგან ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს – ჯერ ერთი, რაიკონენი ძველი მანქანით ვარჯიშობს. მეორეც, ის სადემონსტრაციო საბურავებს იყენებს. მაგრამ ამის მიუხედავად, ტრასაზე მისი შესაძლებლობები აშკარად ჩანს.
„ტრასაზე პირველივე გამოსვლისას, მას კარგი სიჩქარე ჰქონდა. ახლა ძნელია იმის თქმა, თუ რამდენად სწრაფად აღიდგენს თავის უნარს. ის ძალიან გამოცდილი მრბოლია და ვერ ვხედავ მიზეზს, რომლის გამოც, ძველებურად სწრაფი არ უნდა იყოს. ტრასაზე მისი ყოფნისას აშკარა იყო, რომ ჩვენ მსოფლიო ჩემპიონთან ვმუშაობდით“, ამბობს პერმენი და გაკვირვებულია იმით, რომ რაიკონენს ხშირად არაკომუნიკაბელურად ახასიათებენ.
თავის მხრივ, რაიკონენი თვლის, რომ გარკვეული დრო დასჭირდება იმისათვის, რათა თავის საუკეთესო ფორმას დაუბრუნდეს. მან აღიარა, რომ ფ1–ის მანქანასთან ხელახლა შეგუება ცოტა გაუჭირდა. თუმცა, ისიც დასძინა, რომ ამჯერად მანქანისგან და საბურავებისგან მაქსიმუმის გამოწურვა მის მიზნებში არ შედიოდა.
ლითხვაზე, ჰქონდა თუ არა ფ1–ში დაბრუნება წინასწარ დაგეგმილი, ფინელი პილოტი პასუხობს, რომ გასული სეზონის ბოლოსაც კი, სამომავლო გეგმები დალაგებული არც კი ჰქონდა. მას რამდენიმე არჩევანი ჰქონდა და საბოლოოდ, ფ1–ში დაბრუნება ამჯობინა. „ფ1 უმაღლესი დონეა და აქ მოხვედრა ყველას უნდა. და როგორც კი კარგი შანსი გამოჩნდა, მაშინვე „ვისარგებლე“, – ამბობს რაიკონენი.
No comments:
Post a Comment