Hyundai i20 Facelift to get the i40 Styling Touch
23იანვარი
ჯერ მხოლოდ სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ახალი i20 ბაზარზე გამოვიდა, მაგრამ „ჰიუნდაი“ მას უკვე გარეგნობას უცვლის. ახალი ავტომობილი i40–ის სტილში შესრულდება, მას პირველად ჟენევის, ან პარიზის მოტორ შოუზე ვიხილავთ, გაყიდვები კი წლის ბოლოდან დაიწყება.
ამჟამად, ახალი i20–ის საცდელი პროტოტიპი საგზაო ტესტირების პროცესშია. კამუფლირებული i20 ინტერნეტ გამოცემა „ქარსკუპის“ რეპორტიორმა სწორედ საერთო სარგებლობის გზებზე დააფიქსირა. ავტომობილის ის ნაწილებია შენიღბული, რომელთა დიზაინიც იცვლება. ფაქტობრივად, უცვლელი მხოლოდ სახურავი და წინა ორი საყრდენი რჩება.
შალითებს არ დაუფარავს წინა ფარები, რომელთა მოყვანილობით შეიძლება ითქვას, რომ ისინი ახალ ჰეჩბეკ i30–ის და სედან/უნივერსალ i40–ის სტილშია შესრულებული. სამაგიეროდ, იცვლება წინა და უკანა ნაწილების, ასევე ოთხივე კარის მოყვანილობა და ბამპერები.
„ქარსკუპის“ ფოტო–მსტოვარმა ავტომობილის ინტერიერის გადაღება ვერ შეძლო, თუმცა რედაქციას განუცხადა, რომ სალონშიც ყველაფერი შალითებშია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ცვლილებები იქაც იქნება. შეიცვლება სავარძლები და მაჩვენებლების დაფა.
No comments:
Post a Comment