Chevy Sets New Record in 2011 with 4.76 Million Sales
19 იანვარი
გასული წელი რეკორდული გამოდგა „ჯენერალ მოტორსის“ ყველაზე მასობრივ ბრენდ „შევროლესთვის“, რომელმაც მთელს მსოფლიოში 4.76 მილიონი ავტომობილი გაჰყიდა. ეს ამერიკული კომპანიის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. რაც შეეხება „ჯენერალ მოტორსს“, ამერიკულმა გიგანტმა მსოფლიო ლიდერობა დაიბრუნა, რაშიც მას „ტოიოტას“ პრობლემები (იაპონიაში მომხდარი მიწისძვრა და ცუნამი, ტაილანდური წყალდიდობა) დაეხმარა.
საბოლოოდ, „ჯენერალ მოტორსისთვის“ უდიდესი ბაზარი ჩინეთი გახდა, სადაც 2 547 203 ავტომობილი გაყიდა. ეს კი წინა წლის მაჩვენებელზე 8.3 პროცენტით მეტია. გაყიდული ავტომობილების რაოდენობის მხრივ, მეორე ადგილზე ამერიკული ბაზარია, სადაც 2 503 820 ავტომობილი, შარშანდელზე 13 პროცენტით მეტი გაიყიდა.
„შევროლესთვის“ უდიდესი ბაზარი შეერთებული შტატებია, სადაც ამ კომპანიამ 1 775 812 ავტომობილის რეალიზება შესძლო. ეს კი 13 პროცენტით სჭარბობს წინა წლის მაჩვენებელს. მეორე უდიდესი ბაზარი ბრაზილიაა, სადაც 632 201 ავტომობილია გაყიდული.ამ შემთხვევაში, „ჯენერალ მოტორსი“ არაფერს ამბობს წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით დინამიკაზე. „შევროლესთვის“ მხოლოდ მესამე უდიდესი ბაზარია ჩინეთი, სადაც მისი მარკით 595 068 ავტომობილი (წინა წელზე 9.5 პროცენტით მეტი) გაიყიდა.
სხვა ბაზრები, სადაც „შევროლეს“ გაყიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა, არის: ვიეტნამი (79 პროცენტი), რუსეთი (49 პროცენტი), თურქეთი (30 პროცენტი) და გერმანია (21 პროცენტი). „შევროლეს“ მოდელებს შორის საუკეთესო გაყიდვებით სედანი „კრუზი“ გამოირჩევა, რომელიც მტელს მსოფლიოში 670 000 ცალია გაყიდული. ამასთან, იმ ორი წლის განმავლობაში, რაც ბაზარზეა, სულ 1.13 მილიონი „კრუზია“ გაყიდული.
„ჯენერალ მოტორსის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარისა და მთავარი აღმასრულებლის, დენ აკერსონის თქმით, „შევროლეს“ ასეთი წარმატებები, როგორც განვითარებული, ასევე განვითარებადი ქვეყნების ბაზრებზე, მისი სამოდელო გამის სწრაფმა გაფართოება–განახლებამ გამოიწვია. რაც მტავარია, ახალი ავტომობილები, მთელი მსოფლიოს მომხმარებელთა მოთხოვნებს მაქსიმალურად შეესაბამება. და ეს მხოლოდ დასაწყისია. აკერსონი ამბობს, რომ მალე „შევროლე“ კიდევ უფრო გლობალური მოდელი გახდება – მის მიერ რეალიზებული ავტომობილების 60 პროცენტზე მეტს საზღვარგარეთული ბაზრები აითვისებს.
No comments:
Post a Comment