VW Golf Mk7 (2012) scooped on test in Europe
19 იანვარი
„ფოლკსვაგენი“ მეშვიდე თაობის „გოლფს“ პარიზის მოტორ შოუზე გაგვაცნობს, რომელიც სექტემბერში ჩატარდება. ბრიტანულმა გამოცემა „ქარ–მა“ ახალი ჰეჩბეკის მსტოვრული ფოტოები მოიპოვა, რომელიც საგზაო ტესტების დროსაა გადაღებული. ამასთან, ახალი „გოლფი“ შალითებითაა შენიღბული.
ახალი ავტომობილი „ფოლკსვაგენის“ უახლეს პლატფორმაზეა ბაზირებული, რომელიც მოდულური პლატფორმის (მოდულური ტრანსვერსული მატრიცა) სახელითაა ცნობილი. ამ პლატფორმას გერმანული კომპანიის ჯგუფი თავის არაერთ მოდელზე გამოიყენებს. მათ შორის, „შოკდა ოქტავიაზე“, „აუდი TT–ზე“ და „სეატ ლეონზე“. ეს პლატფორმა იმით გამოირჩევა, რომ სხვადასხვა კლასის მოდელებისთვის მისი მოდიფიცირება მარტივია და იაფი ჯდება და ეს გერმანულ გიგანტს, ავტომობილის მომზადების და წარმოების ხარჯების შემცირების საშუალებას მისცემს. ამგვარად, მასზე შესაძლებელი იქნება არამხოლოდ ჰეჩბეკების, არამედ კაბრიოლეტების, უგზოობის მოდელებისა და მინივენების დამყნობა.ო
„ქარ–ის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ახალი „გოლფის“ საბაზო ვერსია სამცილინდრიანი ძრავებით აღიჭურვება. რა თქმა უნდა, აგრეგატების გამაში ოთხცილინდრიანი ძრავებიც შევა, მათ შორის ისეთიც, რომელსაც ცილინდრების გათიშვის სისტემა მოემსახურება.
ძრავებს ან 6–საფეხურიანი მექანიკური, ან 7–საფეხურიანი ავტომატური (DSG) კოლოფები შეუწყვილდება. ამასთან, ამ უკანასკნელს ძრავთან ორდისკოიანი ქურო დააკავშირებს. გარდა ამისა, „გოლფის“ ტოპ ვერსიებს სრულამძრავიანი ტრანსმისიითაც აღჭურვავენ.
არაა გამორიცხული, რომ ვოლფსბურგელებმა ეს ავტომობილი ჰიბრიდული სისტემით და ელექტროძრავითაც აღჭურვონ. პირველში 2.0–ლიტრიან დიზელთან წყვილში ელექტროძრავი იმუშავებს, რომელსაც ენერგიით ლითიუმ–იონური ელემენტების ბლოკი მოამარაგებს. მისი ტევადობა კი საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ავტომობილმა ერთი სრული დამუხტვით 50 კილომეტრი გაიაროს.
სავარაუდდ, ახალი „გოლფი“ ევროპულ ბაზარზე ამ წლის ბოლოს, ან მომავალი წლის დასაწყისში გამოჩნდება.
No comments:
Post a Comment