Loeb extends lead in Monte Carlo
19 იანვარი
მსოფლიოს რვაგზის ჩემპიონმა, ფრანფმა სებასტიან ლოებმა მონტე კარლოს რალის მეორე დღის შემდეგ, ლიდერობა მნიშვნელოვნად განიმტკიცა. ის ახლა უკვე წუთნახევარზე მეტს უგებს მეორეზე მყოფ ესპანელ დანიელ სორდოს (მინი). მესამე ადგილზე კი ისევ ნორვეგიელი პეტერ სოლბერგია, რომელიც სორდოსთან სამ წამს აგებს.
კარგა ხანს, ლიდერებს კვალში ედგა ლოების ყოფილი თანაგუნდელი, ფრანგი სებასტიან ოჟიე, რომელიც აჟამად „ფოლკსვაგენის“ წევრია, თუმცა მონტე კარლოში კლას სუპერ2000–ის სპეციფიკაციის „შკოდათი“ ასპარეზობდა. თუმცა მეორე დღის ბოლო სპეცმონაკვეთზე, მოყინულ გზაზე ავარია მოუვიდა და რბოლას გამოეთიშა.
„დღეს უფრო იოლი სპეცმონაკვეთები გვქონდა. მაგრამ ზოგიერთ მონაკვეთზე გავლას ტალახი ძალიან აძნელებდა. თუმცა, თავს კარგად ვგრძნობდი და რისკებსაც არ მოვრიდბივარ“, – განაცხადა ლოებმა, ვინც თითქმის ყველა სპეცმონაკვეთზე უსწრაფესი იყო, თუმცა მერვეზე მას სორდომ აჯობა. ოღონდ, მათ შორის სხვაობა მხოლოდ 0.2 წამით და ამით ბევრი არაფერი უხეირია.
მონტე კარლოს რალი. მეორე დღე
1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) 2:45:56.900
2. დანიელ სორდო (ესპანეთი, მინი) +01:37.200
3. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი) 01:40.900
4. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, სიტროენი) 03:40.400
5. ევგენი ნოვიკოვი (რუსეთი, ფორდი) 03:51.500
6. ფრანსუა დელკური (საფრანგეთი, ფორდი) 05:19.900
7. პიერ კამპანა (საფრანგეთი, მინი) 06:49.600
8. ოტ ტაენაკი (ესტონეთი, ფორდი) 07:00.600
9. პერ–გუნარ ანდერსონი (შვედეთი, პროტონი) 10:08.900
10. კევინ აბრინგი (ჰოლანდია, შკოდა) 10:31.400
No comments:
Post a Comment