Austin venue to be finished in August
20 იანვარი
ნოემბერში ამერიკას ფორმულა ერთი დაუბრუნდება. რბოლა ტექსასის მთავარ ქალაქ ოსტინში, ახალთახალ ავტოდრომზე უნდა ჩატარდეს, რომლის მშენებლობაც ახლა მიმდინარეობს. მართალია, ტრასის (ცირკვიტ ოფ დი ამერიკას) მშენებლობა დაგვიანებით დაიწყო, მაგრამ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ის დაგეგმილზე ადრე ჩადგება მწყობრში.
ინტერნეტ გამოცემა „იტალიარასინგი“ გვამცნობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ, რბოლის ორგანიზატორებს შორის დავა მიმდინარეობდა, რის გამოც, ტრასის მშენებლობის საკითხი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, ახლა ყველაფერი წესრიგშია. მშენებლები კვირაში ექვსი დღე მუშაობენ. ისინი ამჟამად პადოკის ინფრასტრუქტურასა და ტრიბუნებს აშენებენ. ავტოდრომი აგვისტოში იქნება მზად, თუმცა ასფალტის ზედა ფენას მასზე რბოლამდე ცოტა ხნით ადრე დააგებენ.
ტექსასური რბოლის ერთ–ერთი ინიციატორი და ტრასის მშენებლობის ფინანსური მხარდამჭერი, საინვესტიციო კომპანია „პროფეტ კეპიტალ მენეჯმენტის“ მფლობელი ბობი ეპშტაინი პირობას იძლევა, რომ ტრასა რბოლას სრულ მზადყოფნაში შეხვდება. მისი თქმით, მთავარი ტრიბუნა, მოზრდილი საუნივერსიტეტო საფეხბურთო სტადიონის ტრიბუნის ტევადობისა იქნება. ამასთან, სხვა ადგილებში მაყირებლებს ხისგან აგებულ დროებით ტრიბუნაზე განათავსებენ.
No comments:
Post a Comment