Lotus ramps up Indy racing program with Bourdais and Legge
20 იანვარი
მართალია, ფინანსური პრობლემების გამო, მალაიზიური საავტომობილო ჯგუფი „პროტონი“ სპორტული ავტომობილების მწარმოებელ ბრიტანულ კომპანია „ლოტუსს“ გაყიდვას უპირებს, მაგრამ ამით ამ უკანასკნელის სპორტული აქტივობა არ კნინდება. პირიქით, ლეგენდარული კოლონ ჩეპმენის მიერ დაარსებული კომპანია სულ უფრო მეტ პოპულარულ სარბოლ სერიაში ასპარეზობს.
„ლოტუსს“ გუნდბი ჰყავს ფორმულა ერთში, გრანპრი2–ში, გრანპრი3–ში, გამძლეობაზე რბოლებსა და კარტინგშიც კი. ახალი სეზონიდან კი ის ინდიქარში დაბრუნდება. ამასთან, ფორმულების კლასებში, ყველა გუნდის მანქანები „ლოტუსისთვის“ საფირმო – შავ–ყვითელ ფერებშია გამოწყობილი.„ლოტუსი“ რბოლების მოყვარულებს, სარბოლი ავტომობილით განავარდების საშუალებასაც აძლევს, რისთვისაც სპეციალურად შეიმუშავა ფორმულის ტიპის ბოლიდი „ტაიპ 125“. ასევე „ევორას“ ბაზაზე შექმნა სარბოლი ავტომობილი, რომლის დაქირავებაც ინგლისის რამდენიმე ტრასაზეა შესაძლებელი.
რაც შეეხება ინდიქარს, ამერიკულ მსოფლიო სერიაში ხუთი სეზონის განმავლობაში, ყველა „ჰონდას“ ძრავებით აღჭურვილი ბოლიდებით ასპარეზობდა. მაგრამ ახალი სეზონიდან, იაპონურ ძრავებს კონკურნციას „შევროლეს“ და „ლოტუსის“ აგრეგატებიც გაუწევენ. „ლოტუსმა“ უკვე სამ კლიენტ გუნდთან გააფორმა ხელშეკრულება. სამივე თავის მანქანებს იმ სტილში გააფორმებს, რომლებსაც „ლოტუსი“ საკუთარი კატალოგით შესთავაზებს.
გარდა ამისა, ინგლისურ კომპანიას პარტნიორი გუნდიც უკვე შერჩეული ჰყავს. ესაა „დრაგონ რეისინგი“, რომელიც ფ1–ის გუნდის მსგავსად, შავ–ყვითელ ფერებში გამოეწყობა. რაც მთავარია, ის საქარხნო მხარდაჭერით ისარგებლებს და მარტო ძრავების მიწოდებით არ შემოიფარგლება.
„დრაგონ რეისინგი“ ჯეი პენსკეს – ამერიკელ მილიარდერ როჯერ პენსკეს შვილს ეკუთვნის, მისი მანქანებით კი ფრანგი სებასტიან ბურდე და ბრიტანელი ქალი კეტრინ ლეგე იასპარეზებენ. ბურდეს ამერიკაში ყველა იცნობს – ის სერია ჩემპ ქარის (რომელიცინდიქარს შეუერთდა) ოთხგზის ჩემპიონია და ცოტა ხანს ფ1–შიც ფამოდიოდა, ლეგე კი გერმანულ სერია DTM–სა და ჩემპ ქარში ასპარეზობდა, ახლა კი ინდიქარში სახელოვანი ქალი მრბოლის, ამერიკელ დანიცა პატრიკის დაჩრდილვას აპირებს...
No comments:
Post a Comment