Fiat, PSA may need tie-up to compete with Germans
29 იანვარი
მართალია, „ფიატი“ მეტოქე „პეჟო–სიტროენისგან“ ალიანსის შექმნის შეთავაზებაზე აქამდე მხოლოდ მტკიცე უარს ღებულობს ხოლმე, მაგრამ არაა გამორიცხული, კრიზისმა ფრანგული გიგანტი საბოლოოდ მაინც თანხმობამდე მიიყვანოს. მითუმეტეს, დღეს უკვე ყველამ იცის, რომ მხოლოდ გიგანტ ავტომწარმოებლებს აქვთ გადარჩენის შანსი, პატარები და ჯიუტები კი, ადრე თუ გვიან, გაქრებიან.
დღეს მსოფლიო ბაზარზე ყველაზე მეტად, „ფოლკსვაგენის“ ჯგუფი აქტიურობს, რომელმაც თითქმის მთელი მსოფლიოს ბაზრებზე შეღწევა უკვე მოასწრო და ახლა მიზნად, პროდუქციის მრავალფეროვნების ხარჯზე, მსოფლიო ლიდერობასაც გეგმავს. მიზნის მისაღწევად, გერმანული გიგანტი უზარმაზარ ინვესტიციებსაც არ იშურებს, რაც კიდევ უფრო დდი იმოგებითა და გაზრდილი გაყიდვებით უბრუნდება უკან.
ასეთ დროს, პატარები კიდევ უფრო ჩამორჩებიან და ადრე თუ გვიან, აუცილებლად დადგება დრო, როდესაც მათ ისევ გიგანტები მიიერთებენ, ან უფრო ცუდი – ისტორიას ჩაბარდებიან. გამოსავალი მხოლოდ ერთია – ალიანსების ჩამოყალიბება. ასე კომპანიები საგრძნობლად შეამცირებენ ხარჯებს, ერთმანეთის ტექნოლოგიებს გამოიყენებენ და უფრო კონკურენტუნარიანებიც გახდებიან.
ერთი საინტერესო ფაქტი – „ფოლკსვაგენი“ 2011–2016 წლებში, 62.5 მილიარდი ევროს ინვესტირებას გეგმავს. შედარებისთვის, 2008–2011 წლებში, „პეჟო–სიტროენმა“ საშუა;ლოსაშუალოდ წელიწადში 3.7 მილიარდ ევროს ინვესტიცია გაიღო, „ფიატ–კრაისლერის“ ალიანსი კი 2010–2014 წლებში 26 მილიარდი ევროს ინვესტირებას გეგმავს.
მთავარი კი ისაა, რომ ფრანგული ალიანსი და „ფიატი“ ძირითადად ევროპის ბაზარზე არიან წარმოდგენილები, სადაც ახლა კრიზისია და ეს კრიზისი ყველაზე მეტად სწორედ ამ სამ კომპანიას აზარალებს. ისინი გლობალურ ექსპანსიას ახლა იწყებენ, თუმცა მარტოებს ამის გაკეთება ძალიან გაუჭირდებათ.
ამჟამად „ფიატის“ გაყიდვების 45 პროცენტი ევროპის ბაზარზე მოდის, ფრანგული კომპანიის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტი – 54 პროცენტია. გასულ წელს, „ფიატის“ გაყიდვები 12 პროცენტით შემცირდა, „პეჟო–სიტროენისა“ კი – 9 პროცენტით. სამაგიეროდ, „ფოლკსვაგენის“ გაყიდვები 8 პროცენტით გაიზარდა. გაყიდვების საგრძნობი ზრდა ასევე „ჰიუნდაიმ“ და „ბეემვემ“ დააფიქსირეს.
დეტროიტის მოტორ შოუზე, „ფიატ–კრაისლერის“ მთავარმა აღმასრულებელმა სერჯო მარკიონემ განაცხადა, რომ მას თვალი „პეჟო–სიტროენზე“ უჭირავს და რომ ევროპულ ბაზარს ახალი გგიანტი სჭირდება, რათა „ფოლკსვაგენის“ ჯგუფს, რომელსაც ბაზრის 23.3 პროცენტი უკავია, წინააღმდეგობა გაუწიოს. იქვე მანდ განაცხადა, რომ ფრანგულ სლიანსთან ჯერჯერობით არანაირი მოლაპარაკება არ აქვს. შედარებისთვის, „პეჟო–სიტროენი“ ძველი კონტინენტის ბაზრის 12.4 პროცენტს აკონტროლებს, „ფიატი“ კი – მხოლოდ 7 პროცენტს. მათი გაერთიანების შემთხვევაში, გერმანულ ჯგუფთან ჩამორჩენაც შემცირდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ „ფიატი“ თავისი საწარმოების მაქსიმალურად ათვისებას ვერ ახერხებს, „პეჟო–სიტროენის“ საწარმოები კი მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს, თუმცა მათი შესაძლებლობების გაზრდა ფრანგებს უსახსრობის გამო უჭირთ. ამასთან, ეს ქარხნები პატარებია და იქ წარმოებაც შედარებით ძვირი ჯდება.
სხვათა შორის ფრანგულ კომპანიას არაერთხელ გამოუცხადებია, რომ ალიანსის შესაქმნელად თვის მზადაა, თუმცა დეტროიტის მოტორ შოუზე, მისმა მეორე აღმასრულებელმა ფრედრიკ სენ–ჟურმა განაცხადა, რომ ალიანსისთვის შესაფერისი პარტნიორის არჩევაა საჭირო. ამასთან, ეს ალიანსი ორივე მხარისთვის თანაბარუფლებიანი უნდა იყოს და არა ისეთი, როგორიც „ფიატსა“ და „კრაისლერს“ შორისაა, რომელშიც იტალიური კონცერნი, ამერიკული კომპანიის უმსხვილესი მფლობელია.
დაბოლოს, „ფიატსა“ და „პეჟო–სიტროენს“ ახლო წარსულში წარმტებული ერთობლივი პროექტები აქვთ განხორციელებული. მათგან ყველაზე გამორჩეული კი კომპაქტური სატვირთო ვენია, რომელმაც 2009 წლის საუკეთესო ვენის წოდება დაიმსახურა. ამ ავტომობილის იტალიურ ვერსიას „ფიატ ფიორანო“ ჰქვია, ფრანგული კომპანიებისა კი – „სიტროენ ნემო“ და „პეჟო ბიპერი“.
No comments:
Post a Comment