Monday, January 30, 2012

"ჰიუნდაი ველოსტერი" ჰეპარდის წინააღმდეგ (ვიდეო)


კუპე "ველოსტერის" რეკლამისთვის, "ჰიუნდაიმ" ორიგინალური კლიპი გადაიღო, რომელშიც ერთმანეთს "ველოსტერი" და ჰეპარდი შეაჯიბრა. მაგრამ შეჯიბრი არ გამოვიდა...
ჩვენი პლანეტის უსწრაფესმა ცხოვლემა, შეატყო–რა, რომ მანქანას ვერ გაასწრებდა, საკბილოს დევნას თავი ანება და უფრო იოლ ნადავლს დააცხრა თავს. რა თქმა უნდა, პაექრობის ამგვარი შემობრუნება წინასწარ დადგმული იყო, ჰეპარდი კი შესაბამისად გაწვრთნილი.
რაც მთავარია, რეკლამა ერთობ თავშესაქცევი გამოვიდა – მის ბოლომდე ნახვას ალბათ ყველა მოინდომებს და შესაბამისად, რეკლამაც, რომელიც კორეულმა კომპანიამ სუპერ ბოულის ფინალისთვის გადაიღო, ეფექტური იქნება. სუპერ ბოულს ხომ მთელი ამერიკა უყურებს...

No comments:

Post a Comment