Ford's New 1.0-liter Three-Cylinder EcoBoost Engine May be Soon Available with up to 177bhp!
25 თებერვალი
საოცარია, თანამედროვე ძრავები მოცულობაში იმდენად სწრაფად მცირდება და იმავდროულად, მათი ეკონომიურობა და ეკოლოგიურობაც უმჯობესდება. ასეთი ეკონომიური ძრავები ადრეც რომ დაემზადებინათ, შესაძლოა ჩვენი პლანეტა ნაკლები ეკოლოგიური პრობლემის წინაშე ყოფილიყო და ნავთობის მარაგიც უფრო დიდხანს გაძლებდა...
შიდაწვის ძრავების დახვეწის საქმეში ერთ-ერთი მოწინავე კომპანია „ფორდია“, რომელიც უკვე დიდი ხანია, აწარმოებს სერია „ეკობუსტის“ 1.0-ლიტრიან ძრავებს. ამ ძრავებს სამი ცილინდრი აქვს, მათ მცირე მუშა მოცულობაც აქვთ და კომპაქტურებიცაა. სამაგიეროდ, ტურბოდამჭირხნისა და უშუალო შეფრქვევის, ასევე სხვა სისტემების წყალობით, 123 ცხენის ძალას ავითარებს, რაც შთამბეჭდავი მაჩვენებელია.
მაგრამ ზღვარიც არაა - ამერიკული კომპანია მალე ამ აგრეგატის უფრო მძლავრ ვერსიას შემოგვთავაზებს, რომლის სიმძლავრეც 177 ცხენის ძალას მიაღწევს. „ეს ძალიან ძნელია, თუმცა შესაძლებელია“, - ბრიტანულ გამოცემა „ავტოქართან“ საუბრისას განაცხადა „ფოკუსის“ გამის დირექტორმა გუნარ ჰერმანმა. „ავტოქარის“ ინფორმაციით, „ფორდის სპეციალისტები უკვე მუშაობენ ამ ძრავის პროტოტიპზე, რომელიც ელექტრული დამჭირხნითა და ტურბოდამჭირხნითაა აღჭურვილი. სავარაუდოდ, ამ ძრავს, „ფიესტას“ და „ფოკუსის“ სპორტული ვერსიებისთვის გამოიყენებენ.
ჰერმანი ამბობს, რომ 1.0-ლიტრიანი „ეკობუსტ“ სერიის ძრავები, „ფორდის“ გლობალურ საწარმოო პროგრამაში, თანდათან გამოდევნის 1.6-ლიტრიან ატმოსფერულ ძრავებს. „ვიცით, ბევრ მყიდველს ისევ ძველი 1.6-ლიტრიანი აგრეგატებით აღჭურვილი ავტომობილები მოუნდება, მაგრამ როგორც კი ისინი საქმეში ერთლიტრიან ძრავებს ნახავენ, აზრს მაშინვე შეიცვლიან“, -დასძენს ჰერმანი.
No comments:
Post a Comment