Infiniti's Sexy-Looking Emerg-E Supercar Breaks Cover
25 თებერვალი
„ინფინიტიმ“ ინტერნეტით თავისი უახლესი კონცეპტუალური სუპერ ავტომობილის ფოტოები გაავრცელა. ავტომობილისა, რომელსაც საზოგადოების წინაშე ჟენევის მოტორ შოუზე გამოიყვანს. ცოტა ხნის წინ, ინტერნეტში ამ ავტომობილის ესკიზებიც გამოჩნდა, რომლებზეც ის არცთუ შთამბეჭდავად გამოიყურებოდა. მაგრამ ფოტოებზე ის სულ სხვანაირია, ისეთი, როგორიც უნდა იყოს ჭეშმარიტი სუპერ ავტომობილი.
ავტომობილის სახელია „ემერჯ-E“, რაც მიგვანიშნებს, რომ მას მამოძრავებელ ძალას ელექტროძრავი ანიჭებს. ოღონდ, მის გარდა, შიდაწვის პატარა ძრავითაცაა აღჭურვილი, რომელიც სვლის სიშორის გასაზრდელად გამოიყენება. ის ბაზაშია განლაგებული. ჯერჯერობით, „ემერჯ-E-ს“ ტექნიკური აღჭურვილობის შესახებ მხოლოდ ესაა ცნობილი. არაა გამორიცხული, რომ „ნისანის“ პრემიუმ ბრენდმა ამ ავტომობილის შესახებ პრეს რელიზი ჟენევამდეც გაგვაცნოს.
რაც შეეხება გარეგნობას, ემბლემა და „ინფინიტის“ საფირმო რადიატორი რომ არა, შეიძლება იფიქროთ, რომ ეს რომელიმე სახელგანთქმული იტალიური ატელიეს მიერაა შემუშავებული. ავტომობილის დიზაინში ყურადღებას იქცევს მისი გამჭვირვალე სახურავი და უკანა ბორბლების ღაღების თავზე მოთავსებული აეროდნმიკური ელემენტები, რომლებიც ერთი შეხედვით, ამ თაღების ნაწილია, თუმცა აშკარად ჰაერის ნაკადის მომწესრიგებლის დანიშნულება უნდა ჰქონდეს...
No comments:
Post a Comment