First Official Photos of Kia's New K9 RWD Flagship Sedan
28 თებერვალი
„კიამ“ თავისი სრულიად ახალი ავტომობილის, ფლაგმან სედანის ფოტოები გამოაქვეყნა. ავტომობილს, რომლის კოდური სახელწოდებაცაა K9, კორეული კომპანია პირველად შინაურ ბაზარზე გამოიტანს, მის პრემიერას კი სეულის ავტო სალონზე გეგმავს. იქვე გამოცხადდება ახალი ავტომობილის სახელიც.
„კიამ“ ინტერნეტით ახალი ავტომობილის მხოლოდ ფოტოები გაავრცელა, მის შესახებ ინფორმაციას კი ჯერჯერობით საიდუმლოდ ინახავს. თუმცა, უკვე ცნობილია, რომ K9 „ჰიუნდაის“ სედან „ჯენეზისის“ პლატფორმაზეა აგებული და შესაბამისად, მას წამყვანი უკანა ბორბლები აქვს. ამ ავტომობილით, კორეული კომპანია სერია K-ს ფარგლების გამას დააგვირგვინებს. ამ სერიის პირველი ორი ავტომობილია K5 (ოპტიმა) და K7 (კადენცა).
K9 თავის გარეგნობით, „ბეემვეს“ ახალ ავტომობილებს მოგვაგონებს, განსაკუთრებით კი მე-7 სერიის ფლაგმან სედანს. მისი მთავარი საიდენტიფიკაციო ნიშანი კი რადიატორის ბადეა, რომელიც ალბათ ასევე ბავარიული კომპანიის ანალოგიურ ელემენტს გაგახსენებთ. მსგავსებას შენიშნავთ ამ ორი ავტომობილის სახურავებშიც. განსაკუთრებით კი უკანა საყრდენების ფორმებში. საერთო ჯამში, „კიას“ ფლაგმანი სედანი დახვეწილი ფორმებით გამოირჩევა და არაა გამორიცხული, რომ ბევრს ის „ბეემვეს“ ფლაგმანზე მეტადაც მოეწონოს.
„K9 ჩვენი პირველი უკანაამძრავიანი დიდი ზომის სედანია. მისი დიზაინის და აღჭურვილობის, ასევე ტექნოლოგიების შერჩევისას ჩვენ ყოველგვარი კომპრომის გამოვრიცხეთ, რადგან ამ ავტომობილით, ჩვენ ამ კლასის ავტომობილების მყიდველს, ახალ სტანდარტს და ღირებულებებს ვთავაზობთ. K9-ს სახით, ჩვენ საავტომობილო სამყაროს კიდევ ერთხელ გავაოცებთ“, - ამბობს „კიას“ მსოფლიო გაყიდვების დრექტორი სუნ-ნამ ლი.
მართალია, „კია“ თავისი ახალი ავტომობილის შესახებ მწირ ინფორმაციასაც კი არ ავრცელებს, მაგრამ რამდენადაც ეს ავტომობილი „ჰიუნდაი ჯენეზისის“ ბაზაზეა შექმნილი, ადვილი სავარაუდოა, რომ მისგანვე სრულად მიიღებს ძრავების გამას, რომელშიც 3.8-ლიტრიანი V6, 4.6-ლიტრიანი V8 და 5.0-ლიტრიანი V8 შევა. ძრავებს კი 8-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი დაუკავშირდება.
No comments:
Post a Comment