Bertone Returns to Geneva to Celebrate its 100th Anniversary with Nuccio Concept
10 თებერვალი
ლეგენდარული იტალიური დიზაინ ატელიე „ბერტონე“, დაარსებიდან ასი წლის იუბილეს აღნიშნავს და ამასთან დაკავშირებით, ჟენევის მოტორ შოუსთვის, კონცეპტუალური ავტომობილი, სახელად „ნუჩო“ მოამზადა, რომლის ჯერ მხოლოდ ესკიზები გამოაქვეყნა.
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ სახელი „ნუჩო“ კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული დიზაინერის, ჯუზეპე „ნუჩო“ ბერტონეს საპატივცემულოდ შეირჩა. ამ კაცმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მამამისის, ჯოვანი ბერტონესგან გადაიბარა კომპანია, რომელსაც 1997 წლამდე, სიკვდილამდე ხელმძღვანელობდა. 2006 წელს ის დეტროიტის საავტომობილო დიდების დარბაზში შეიყვანეს.
თავისი არსებობის განმავლობაში, „ბერტონეს“ არაერთი შედევრი შეუქმნია, მათ შორის, წაწვეტებულცხვირიანი „ლანჩა სტრატოს ზერო“, რომელიც საიუბილეო კონცეპტუალური ავტომობილის შექმნისას, ატელიეს სპეციალისტებმა შთაგონების წყაროდ გამოიყენეს. ამასთან, ის თანამედროვე მოდასაც შეუხამეს. სწორედ ამ ავტომობილმა დაუდო დასაბამი სუპერ ავტომობილების ახალ მოდას. რომელიც უმალ არაერთმა კონკურენტმა ატელიემ აიტაცა. და სწორედ ამ ავტომობილის გაგრძელება იყო სარბოლო „ლანჩა სტრატოსი“, რომელმაც საავტომობილო გურმანებს შორის დიდი პოპულარობა მოიპოვა.
ჟენევაში პრემიერის შემდეგ, „ბერტონე“ კონცეპტუალური „ნუჩოს“ ჩვენებას პეკინისა და ტურინის ავტო შოუებზეც გეგმავს.
No comments:
Post a Comment