Alonso ends final day of Jerez test on top
10 თებერვალი
როგორც იქნა, ფერნანდო ალონსოს და „ფერარის“ ფანებსაც მიეცათ სიხარულის საბაბი - ესპანურ-იტალიურმა ტანდემმა ხერესის ტესტების მეოთხე დღე ცხრილის სათავეში დაასრულა და ამით თავიანთ ქომაგებს იმის იმედი ჩაუსახა, რომ F2012 კონკურენტუნარიანი მანქანაა.
მაგრამ ამჯერად პირველად მოხდა, რომ დღის საუკეთესო დრო, წინა დღის საუკეთესოს ვერ სჯობდა. ალბათ იმიტომ, რომ ტრასაზე არ გამოსულა „მერსედესი“, რომელმაც წინა სამ დღეს ძველი მანქანით ივარჯიშა და ახალი საბურავების დასამუღამებლად ეს იმყოფინა. ახლა სამქიმიანები თავიანთ ახალ მანქანას მოამზადებენ და ბარსელონას ტესტებზე, მისი პილოტები სწორედ ამ მანქანით ივარჯიშებენ.
რაც შეეხება „ფერარის“, იტალიურმა გუნდმა ხერესის ტესტები ექსპერიმენტებისთვის გამოიყენა და როგორც ჩანს, მათი შედეგი რეალურად მხოლოდ მეოთხე დღეს გამოსცადა. ალონსომ ყველას დაანახა, რომ ექსპერიმენტები გამართლებული იყო. ესპანელმა იმედი გამოთქვა, რომ ბარსელონას ტესტებზე მანქანა უფრო კონკურენტუნარიანი იქნება.
ალონსომ პირველი სესია მსუბუქი ავზებით დაიწყო და საწყის ექვს წრეზე მიყოლებით აჩვენა საუკეთესო დროები. მერე კი, მანქანის ჰიდრავლიკური სისტემა გაჭირვეულდა, რამაც ესპანელის ვარჯიში ჩაუშალა. ამ პრობლემის გამო, მეორე სესიაზე მან სულ რამდენიმე წრის გავლა მოახერხა.
დღე მეორე საუკეთესო დროით დაასრულა „ტორო როსოს“ ფრანგმა ჟან–ერიკ ვერნმა, რომელმაც სულ რაღაც 0.009 წამით აჯობა ფეტელს. გერმანელმა თავისი საუკეთესო დრო მეორე სესიაზე დააფიქსირა, როცა გრილოდა და შედეგის გაუმჯობესების ნაკლები შანსი ჰქონდა. მას 0.034 წამით ჩამორჩა ლუის ჰამილტონი.ხერესი. მესამე დღე
1. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:18.877 (39 წრე)
2. ჟან–ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1:19.597 (+0.720, 80 წრე)
3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:19.606 (+0.729, 50 წრე)
4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:19.640 (+0.763, 86 წრე)
5. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 1:19.729 (+0.852, 95 წრე)
6. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:19.834 (+0.957, 76 წრე)
7. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:19.977 (+1.100, 90 წრე)
8. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი) 1:20.132 (+1.255, 125 წრე)
9. იარნო ტრული (იტალია, კატერჰემი) 1:22.198 (+3.321, 117 წრე)
No comments:
Post a Comment