New FT-Bh Affordable City Car Concept Leads Toyota’s Geneva Motor Show Lineup
10 თებერვალი
შარშანდელი წარუმატებელი წლის შემდგ, „ტოიოტას“ აქცენტი ჰიბრიდული აგრეგატებით აღჭურვილ ავტომობილებზე გადააქვს. ჟენევის მოტორ შოუსთვის, იაპონურ კომპანიას ექვსი ექსპონატი აქვს მომზადებული, რომელთაგან ხუთი ჰიბრიდია. მათ შორისაა საქალაქო ავტომობილი, კოდური სახელწოდბით FT-Bh, რომლის ესკიზებიც ინტერნეტით გავრცელდა.
ხუთიდან ორი ჰიბრიდული ავტომობილი ძველი კონტინენტის ბაზრისთვისაა განკუთვნილი. ესენია B-სეგმენტის „იარისი“ და კუპე GT-86, რომელსაც უკანა წამყვანი ბორბლები აქვს. დანარჩენი ორიდან, ერთია პლაგ-ინ ჰიბრიდული სედანი NS4, მეორე კი - წყალბადზე მომუშავე FCV-R. რაც შეეხება მეექვსე მოდელს, ესააა კონცეპტუალური „დიჯი“. ეს ავტომობილი იმითაა საინტერესო, რომ მისი ძარა ფაქტობრივად, მრავალფუნქციურ დისპლეის წარმოადგენს, რომლის წყალობითაც, მის მფლობელს მისი სხვადასხვანაირად გაფორმების საშუალება ექნება. მასზევე შესაძლებელი იქნება მესიჯების და სხვადასხვა ინფორმაციის გამოტანა.
თუმცა, „ტოიოტას“ ექსპოზიციის შოუსტოპერი მაინც FT-Bh გახდება, რომელიც იაპონური კომპანიის განმარტებით, მსუბუქი და ხელმისაწვდომი საქალაქო ავტომობილის კონცეპციაა. „ტოიოტა“ აცხადბს, რომ ამ ავტომობილის წარმოებისთვის მომზადებული აქვს ტექნოლოგია, რომელიც ავტომობილის ღირებულების შემცირების საშუალებას მისცემს. ამასთან, ამ ავტომობილის წარმოებისას ისეთი პროცესების და მაკომპლექტებლების გამოყენება იგეგმება, რომლებსაც „ტოიოტა“ ტავის სხვა მოდელებზე ინტენსიურად იყენებს.
No comments:
Post a Comment