Chrysler Review is a Concept Study for a Plush GT Coupe
17 თებერვალი
ლოურენსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტუდენტმა კოლინ ბონეთანმა სახელი ახლახანს, მას შემდეგ გაითქვა, რაც „ფორდმა“ მისი ნამუშევარი - 1:4 მასშტაბში შესრულებული კონცეპტუალური „ლინკოლნ კონტინენტალი“ დეტროიტის მოტორ შოუზე გამოფინა. ეს პროექტი ბონეთანმა მომავლის „ლინკოლნის“ თემას ეხებოდა და მას ამერიკული კომპანია კურირებდა. მის ხელმძღვანელობას კი სტუდენტის თვალით დანახული მანქანა ისე მოეწონა, რომ მისი მაკეტი დაამზადებინა და დიდ ავტო რანდევუზე გაიტანა.

მაგრამ ბონეთანი ამას არ დასჯერდა და ახლა „კრაისლერის“ თემაზე წაიმუშავა. და ამჯერადაც შედევრი შექმნა. ესაა ლუქს კუპეს სტილის ავტომობილი, სახელად „რევიუ“, რომელიც ავტორმა საკუთარი ინციატივით შეიმუშავა. მის პირად ვებგვერდზე მითითებული არაა, პროექტი დასრულებულია, თუ ჯერაც დასამუშავებელი. თუმცა უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ „რევიუ“ ელეგანტური, დახვეწილი გემოვნებით შესრულებული ავტომობილია.
ისიც აშკარაა, რომ მისი წინა ნაწილი „სიტროენის“ კონცეპტუალურ სუპერ ავტომობილ GT-ს მოგაგონებთ, რომლის სტილშიც ფრანგულმა კომპანიამ კიდევ რამდენიმე კონცეპტუალური მოდელი - სედანი „მეტროპოლისი“ და კუპე „სურვოლტი“ შეიმუშავა.
მაგრამ „რევიუში“ მაინც ბევრ ინდივიდუალურ ელემენტს შენიშნავთ, რომლებიც შესაძლოა, ბონეთანზე გაცილებით გამოცდილი სპეციალისტებისთვისაც შთაგონების წყარო გახდეს...

No comments:
Post a Comment