IED Turin to Revive Cisitalia 202 Coupe with a New Concept Model in Geneva
17 თებერვალი
„ცისიტალია 202“ 1947 წელს შეიქმნა და მიჩნეულია, რომ სწორედ მისი ფორმების შთაგონებით შეიქმნა ბევრი შესანიშნავი სპორტული ავტომობილი. ამიტომ, ეს საავტომობილო ინდუსტრიის ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ავტომობილია. მისი ავტორი ბატისტა „პინინ“ ფარინაა, რომელიც 1951 წელს, ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, სწორედ ამ ქმნილებისთვის დააჯილდოვეს.
მალე ჟენევის მოტორ შოუზე, ამ ავტომობილის თანამედროვე ინტერპრეტაციას ვნახავთ. კონცეპტუალური ნამუშევარი, სახელწოდებით „ცისიტალია 202E“ (E - ევოლუციონე), ტურინის დიზაინის ევროპული ინსტიტუტის (IED) სატრანსპორტო დიზაინის ფაკულტეტის ერთ-ერთი სტუდენტის ნამუშევარია.
IED-ის საპროექტო განმარტებაში ნათქვამია, რომ „კონცეპციაში ზუსტადაა ასახული ისტორიული სატრანსპორტო საშუალების აგებულება და ის თანამედროვე ავტომობილების ზომებისა და სიმძლავრეების შესაბამისადაა ინტერპრეტირებული“.ამ კონცეპტუალური ავტომობილის შესახებ უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია, ჟენევის მოტორ შოუს დაწყებამდე გამოქვეყნდება. მანამდე კი ინტერნეტით მისი ესკიზები გავრცელდა...
No comments:
Post a Comment