Friday, February 17, 2012

"მერსედეს W03" პირველად გამოჩნდა (ვიდეო)

მართალია, "მერსედეს GP-ს" თავის ახალ ბოლიდ W03-ის ოფიციალური პრეზენტაცია 21 თებერვალს აქვს დანიშნული, მაგრამ გუნდმა ეს მანქანა პირველად ტრასაზე დღეს, სილვერსტოუნზე გამოაგელვა და სადაც გამოცემა "ავტოსპორტის" ფოტორეპორტიორმა არაოფიციალური ვიზიტისას დააფიქსირა.

ამასთან, სამქიმიანებმა მანქანის ამ პირველი გასეირნების ვიდეოჩანაწერიც ინტერნეტით გაავრცელეს. რეგლამენტით, ახალი მანქანის არასატესტო დღეებში ტრასაზე გამოყვანა იმ პირობით შეიძლება, თუ ის 100 კილომეტრზე მეტს არ გაივლის. ამასთან, მანქანა "პირელის" სადემონსტრაციო საბურავებზე უნდა იდგეს და არა იმათზე, რომლებიც რბოლებისთვისა განკუთვნილი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სრულფასოვანი ტესტის ჩატარება ვერ მოხერხდება.
სილვერსტოუნზე ახალ W03-ს მორიგეობით მართავდნენ ნიკო როსბერგი და მიხაელ შუმახერი. ვიდეოჩანაწერზე მანქანა გარედან არ ჩანს - ყველაფერი პილოტის ჩაფხუტზე და ტანზე დამაგრებული კამერებითაა გადაღებული. მაგრამ "ავტოსპორტის" მიერ მოპოვებული ფოტოდან ჩანს, რომ მანქანას კეხიანი ცხვირი აქვს.
"მერსედეს მოტორშპორტის" ვიცე პრეზიდენტმა ნორბერტ ჰაუგმა "ავტოსპორტთან" საუბრისას შემდეგი განაცხადა: "დღეს ყველა მანქანების ცხვირზე ლაპარაკობს. როგორც ხედავთ, ჩვენს მანქანასაც კეხიანი ცხვირი აქვს და მიმაჩნია, რომ ეს ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, მანქანა ძალიან დინამიური გამოვიდა".

ვიდეო

No comments:

Post a Comment