New Mercedes-Benz SL65 AMG Sports Bi-Turbocharged V12 with 621-Horses
21 მარტი
„მერსედის-ბენცის“ ორადგილიანი სუპერ ავტომობილი SL63 AMG, რომელიც 5.5-ლიტრიანი V8 წყვილ ტურბოიანი, 530-556-ცხენისძალიანი ძრავითაა აღჭურვილი, თავისი კლასის ლიდერად ითვლება. მაგრამ არიან ისეთი მყიდველები, ვისთვისაც ეს ავლა-დიდებაც კი ცოტაა და ისინი უფრო მეტს ითხოვენ. რას იზამ, რახან ითხოვენ, უნდა მიიღონ კიდეც - ეს ბაზრის კანონია. და სამქიმიანებმაც ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება გადაწყვიტეს.
მათმა ინჟინრებმა SL-ის კაპოტქვეშ 6.0-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V12 განალაგეს, რომელსაც წინასწარ მოდიფიკაცია ჩაუტარეს. ძრავს ახალი, უფრო ზორბა ტურბო კომპრესორები დაუყენეს, შეიცვალა ელექტრონიკა და გამოსაბოლქვი სისტემა, რომელმაც წონაში 3.2 კილოგრამი დაიკლო. შედეგად, ძრავი 18 ცხენის ძალით, 621 ცხენის ძალამდე (4800-5400 ბრ/წთ დიაპაზონში) გაძლიერდა, მისი მაბრუნი მომენტი კი 1000 ნიუტონმეტრამდე (2300-4300 ბრ/წთ დიაპაზონში) გაიზარდა.ძრავთან დაკავშირებულია AMG-ს წარმოების ტრანსმისია „სპიდშიფტ პლუს 7G-ტრონიკ“, რომელსაც მუშაობის ოთხი რეჟიმი გააჩნია. ესენია კონტროლირებადი ეფექტურობა (C), სპორტი (S), სპორტ პლუს (S+) და მანუალ (M). მისგან მაბრუნი მომენტი, რა თქმა უნდა, უკანა ბორბლებს მიეწოდება.
ავტომობილის მზიდი სტრუქტურა ალუმინისგანაა დამზადებული, რისი წყალობითაც, წინამორბედთან შედარებით, მან წონაში 170 კილოგრამით, მოიკლო. თუმცა მაინც საკმაოდ ბევრს - 1950 კილოგრამს იწონის. და მაინც, მძლავრი ძრავის წყალობით, ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას 4.0 წამში ასწრებს, 200 კმ/სთ-მდე აჩქარება კი 11.8 წამში შეუძლია. რაც შეეხება მაქსიმალურ სიჩქარეს, ელექტრონიკით ის 250 კმ/სთ ნიშნულითაა შეზღუდული.

ეჭვიც ნურავის შეეპარება, რომ ამ მონსტრის მყიდველი საერთოდ არ მოიკითხავს, თუ რამდენი საწვავი დასჭირდება 100 კილომეტრის გასავლელად. მაგრამ გერმანული კომპანია ამ მონაცემსაც აქვეყნებს. კერძოდ, SL65 AMG-ს ასი კილომეტრის გასავლელად საშუალოდ 11.6 ლიტრი საწვავი ჰყოფნის.
გარდა ამისა, ავტომობილი აღჭურვილია „მერსედესის“ მიერ შემუშავებული აქტიური საკიდარით, მძლავრი მუხრუჭებით, რომლებსაც წინ ექვსცილინდრიანი, უკან კი ერთცილინდრიანი დამჭერები ემსახურება, სტაბილურობის სამსაფეხურიანი ელექტრონული პროგრამით და 19-დუიმიანი ბორბლებით, რომლებიც 255/35 (წინ) და 285/30 საბურავებითაა შემოსილი.
„მერსედის-ბენც SL65 AMG“ ბაზარზე სექტემბერში გამოჩნდება. პირველ რიგში, მას გერმანელ მყიდველს შესთავაზებენ, სადაც სასტარტო ფასი 236 334 ევრო იქნება.
გარდა ამისა, ავტომობილი აღჭურვილია „მერსედესის“ მიერ შემუშავებული აქტიური საკიდარით, მძლავრი მუხრუჭებით, რომლებსაც წინ ექვსცილინდრიანი, უკან კი ერთცილინდრიანი დამჭერები ემსახურება, სტაბილურობის სამსაფეხურიანი ელექტრონული პროგრამით და 19-დუიმიანი ბორბლებით, რომლებიც 255/35 (წინ) და 285/30 საბურავებითაა შემოსილი.
No comments:
Post a Comment