Ferrari F12 Berlinetta
23 მარტი
„ფერარის“ ისტორიაში ყველაზე მძლავრი და სწრაფი სერიული ავტომობილის, „F12 ბერლინეტას“ მსოფლიო პრემიერა ჟენევის მოტორ შოუზე კი შედგა, მაგრამ მანამდე რამდენიმე დღით ადრე, მარანელოელებმა თავიანთი ახალი შედევრი, თავის ერთგულ კლიენტებს დახურულ ჩვენებაზე წარუდგინა.
პრეზენტაციაზე 450 საპატიო სტუმარი მიუწვევიათ, რომელთაგან 80 პროცენტს (360-ს) „F12 ბერლინეტაზე“ წინასწარი შეკვეთაც გაუფორმებია და პირველი შესატანიც გადაუხდია. არადა, ეს ავტომობილი ბაზარზე ოფიციალურად წლის ბოლოს გამოვა. თანაც, ჯერ მისი ფასიც კი არაა ცნობილი. თუმცა, როგორც ჩანს, მისი შემკვეთებისთვის ფასს საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა.
შეგახსენებთ, რომ „F12 ბერლინეტა“ აღჭურვილია 6.3-ლიტრიანი ატმოსფერული V12 ძრავით, 730 ცხენის ძალას (ლიტრული სიმძლავრეა 116 ცხ.ძ) და 690 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ძრავი ავტომობილის წინა ნაწილში მდებარეობს და ის უკანა წამყვან ბორბლებს ატრიალებს. „F12 ბერლინეტას“ ადგილიდან 100 კმ/სთ-ის აკრეფა 3.1 წამში შეუძლია, 0-200 კმ/სთ-ს კი 8.5 წამში ავითარებს. მაქსიმალური სიჩქარე 340 კმ/სთ-ია.
No comments:
Post a Comment