Hamilton sets pace in Malaysia
23 მარტი
მალაიზიის დიდი პრიზის პირველ ორ თავისუფალ პრაქტიკაზე უსწრაფესი ლუის ჰამილტონი იყო. პირველ სესიაზე, მას ერთი საათი ეყო იმისათვის, რომ ყველა მეტოქე ნახევარ წამზე მეტით ჩამოეტოვებინა. მეორეზე სინოპტიკოსებმა ძლიერი წვიმა იწინასწარმეტყველეს, თუმცა მათი პროგნოზი არ გამართლდა, ჰამილტონმა კი ისევ ცხრილის სათავეში მოიკალათა. მართალია, ამჯერად მდევრებთან მისი უპირატესობა შემცირდა, მაგრამ ფაქტია, რომ ჯერჯერობით, სეპანგის ტრასაზე ის ბატონობს.
პირველ სესიაზე ჰამილტონს ყველაზე სერიოზული მეტოქეობა სებასტიან ფეტელმა გაუწია, თუმცა მეორე სესიაზე მსოფლიოს ჩემპიონი პელოტონის შუაში ჩაიძირა. მასზე გაცილებით სტაბილურები აღმოჩნდნენ „მერსედესის“ პილოტები - ნიკო როსბერგი და მიხაელ შუმახერი. ჰამილტონის თანაგუნდელ ჯენსონ ბატონს კი ორივე სესიაზე მცირე პრობლემები ჰქონდა. პირველ პრაქტიკაზე მას ზეთის გაჟონვის გამო მოუწია ბოქსებში ყოფნა, მეორეზე კი მუხრუჭებში შეექმნა პრობლემა. თუმცა, ამის მიუხედავად, მეორე პრაქტიკა მესამე საუკეთესო შედეგით დაასრულა და შუმახერს მხოლოდ 0.002 წამით ჩამორჩა.
პირველ სესიაზე ჰამილტონს ყველაზე სერიოზული მეტოქეობა სებასტიან ფეტელმა გაუწია, თუმცა მეორე სესიაზე მსოფლიოს ჩემპიონი პელოტონის შუაში ჩაიძირა. მასზე გაცილებით სტაბილურები აღმოჩნდნენ „მერსედესის“ პილოტები - ნიკო როსბერგი და მიხაელ შუმახერი. ჰამილტონის თანაგუნდელ ჯენსონ ბატონს კი ორივე სესიაზე მცირე პრობლემები ჰქონდა. პირველ პრაქტიკაზე მას ზეთის გაჟონვის გამო მოუწია ბოქსებში ყოფნა, მეორეზე კი მუხრუჭებში შეექმნა პრობლემა. თუმცა, ამის მიუხედავად, მეორე პრაქტიკა მესამე საუკეთესო შედეგით დაასრულა და შუმახერს მხოლოდ 0.002 წამით ჩამორჩა.
ორივე სესია პილოტების უმეტესობამ საბურავების დეგრადაციის ხარისხის დასადგენად გამოიყენა. მიღებულ ინფორმაციას დიდი მნიშვნელობა სარბოლი სტრატეგიის შერჩევისას ექნება. ამასთან, მალაიზიური სიცხის გამო, ბევრი ალბათ უფრო საშუალო სიმყარის საბურავებზე გააკეთებს არჩევანს, სოფტს და სუპერ სოფტს კი კვალიფიკაციაზე გამოიყენებენ.
რომენ გროჟანმა დაამტკიცა, რომ ავსტრალიურ კვალიფიკაციაზე, მის მიერ ნაჩვენები მეორე საუკეთესო შედეგი შემთხვევითობა არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ მის „ლოტუსზე“ უკანა ფრთა დაზიანდა, ფრანგმა პირველი სესია მეხუთე საუკეთესო დროით დაასრულა. მეორე სესიაზე კი მეცხრე შედეგს დასჯერდა. კვლავ ვერ ახერხებს თავის გამოჩენას „ფერარი“, რომელიც როგორც ჩანს, რბოლაში ისევ ფერნანდო ალონსოს ოსტატობის იმედზე უნდა იყოს. რაც შეეხება მასას, მალაიზიაში მისთვის მარანელოდან ახალი შასი ჩაიტანეს, მაგრამ ჯერჯერობით აშკარაა, რომ მელბურნში მისი უფერული გამოსვლის მიზეზი შასი არ ყოფილა.
კვლავ ლიდერის დროის 107-პროცენტიან ზღვარს მიღმა არიან „ისპანიას“ პილოტები. თუ ისინი კვალიფიკაციას უკეთე ვერ ჩაატარებენ, რბოლა კვლავ მათ გარეშე ჩაივლის...პირველი თავისუფალი პრაქტიკა
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:38.021
2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:38.535
3. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:38.813
4. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:38.826
5. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 1:38.919
6. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:39.092
7. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:39.128
8. პოლ დი რესტა, ბრიტანეთი, ფორს ინდია) 1:39.298
9. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:39.323
10. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:39.440
11. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:39.724
12. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1:39.783
13. ფელიპე მასა (ბტაზილია, ფერარი) 1:39.896
14. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:39.910
15. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:39.980
16. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1:40.099
17. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი) 1:40.247
18. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო) 1:40.469
19. ვიტალი პეტროვი (რუსეთი,კატერჰემი) 1:40.857
20. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:41.085
21. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია) 1:43.170
22. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია) 1:44.580
23. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია) 1:45.360
24. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია) 1:45.528
მეორე თავისუფალი პრაქტიკა
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:38.172
2. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:38.533
3. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:38.535
4. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:38.696
5. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო) 1:38.853
6. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:38.891
7. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:39.133
8. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1:39.297
9. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 1:39.311
10. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:39.402
11. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1:39.444
12. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:39.464
13. პოლ დი რესტა, ბრიტანეთი, ფორს ინდია) 1:39.625
14. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:39.687
15. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:39.696
16. ფელიპე მასა (ბტაზილია, ფერარი) 1:40.271
17. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი) 1:40.678
18. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:40.947
19. ვიტალი პეტროვი (რუსეთი,კატერჰემი) 1:41.464
20. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია) 1:41.681
21. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი) 1:42.594
22. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია) 1:42.874
23. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია) 1:43.658
24. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია) 1:43.823
No comments:
Post a Comment