Big in Japan: High Domestic Demand May Affect U.S. Supply of Toyota’s Prius C Small Hybrid
22 მარტი
„ტოიოტას“ თავისი ახალი, კომპაქტური ჰიბრიდული ავტომობილის - „პრიუს C-ს“ წარმოების გაზრდა მოუწევს, რადგან მასზე იაპონიაში ბუმია და თუ ასე გაგრძელდა, ამ ავტომობილის ამერიკის ბაზარზე შეტანა ჯერ ვერ მოხერხდება. ამომავალი მზის ქვეყანაში „პრიუს C“ (იქ ეს ავტომობილი აკვას სახელით იყიდება) დეკემბერში გამოჩნდა და იმ მომენტისთვის, „ტოიოტას“ მასზე უკვე 60 000 შეკვეთა ჰქონდა მიღებული. უფრო მეტიც, მას შემდეგ, შეკვეთების რაოდენობა გაორმაგდა.
„ტოიოტა“ ჰიბრიდ „პრიუს C-ს“ მხოლოდ იაპონიაში, ივატეს ქარხანაში აწარმოებს. 2007 წელს, ამ ქარხანაში წარმოებული ავტომობილების 60 პროცენტი ექსპორტზე გადიოდა, ამჟამად კი ეს მაჩვენებელი განახევრებულია. საინტერესოა ის ფაქტი, რომ სად დღეში „ტოიოტა“ უფრო მეტ „პრიუს C-ს“ ჰყიდის, ვიდრე „ნისანი“ და „შევროლე“ ერთად ერთ თვეში „ლიფს“ და „ვოლტს“. მაგრამ ცუდი ისაა, რომ იაპონური კომპანია ამერიკაში თავის ახალ ჰიბრიდულ ბესტსელერზე მოთხოვნას ჯერ ვერ დააკმაყოფილებს.
როგორც გამოცემა „ავტომოტივ ნიუსი“ იტყობინება, იტავეს ქარხნის პრეზიდენტი ტეცუო ჰატორი სიტუაციის გამოსწორებას ცდილობს. მისი თქმით, ქარხნის მენეჯერები შეიმუშავებენ ღონისძიებებს, რომლებიც წარმოების მოცულობის გაზრდის საშუალებას მისცემს. ამ მიზნით, მალე რამდენიმე მოდელის წარმოება ჰიგაშიფუძის ქარხანაში გადავა. ამგვარად გამოთავისუფლებული საწარმოო სიმძლავრეები, „პრიუს C-ს“ წარმოების გაზრდას მოხმარდება.
ცნობისათვის, ამჟამად ივატეს ქარნის წარმადობა წლიურად 360 000 „პრიუს C-ს“ გამოშვების საშუალებას იძლევა. აქედან კი მხოლოდ 20 პროცენტია განკუთვნილი უცხოური ბაზრებისთვის. რამდენედ გაიზრდება ეს რიცხვები, ამას ჰატორი არ აკონკრეტებს. „ტოიოტა“ ამ ჰიბრიდის სხვა ქარხანაში წარმოებას ჯერჯერობით არ გეგმავს. თუმცა მალე იაპონური კომპანია თავის ქვეყანაში წარმოების სტრატეგიის გადახედვას აპირებს და შესაძლოა, „პრიუს C-ს“ უცხოეთში წარმოებაც გადაწყვიტოს.
No comments:
Post a Comment