Raikkonen gets five-place grid penalty in the Malaysian Grand Prix
23 მარტი
მალაიზიის დიდი პრიზის რბოლას, კიმი რაიკონენი კვალიფიკაციაში მოპოვებულ პოზიციაზე ხუთი ადგილით უკან დაიწყებს. ამის მიზეზი ისაა, რომ მეორე თავისუფალი პრაქტიკის შემდეგ, მის „ლოტუსზე“ გადაცემათა კოლოფი გამოცვალეს. ამის თაობაზე ინფორმაცია „ლოტუსმა“ საკუთარ ტვიტერზე გამოაქვეყნა. შემდეგ კი გამოცემა „ავტოსპორტთანაც“ დაადასტურა.
კოლოფის გამოცვლის მიზეზი ჯერ კიდევ მელბურნის რბოლის დროს წარმოქმნილა. იქ რაიკონენმა ერთხელ ბალახებში გაიარა, რა დროსაც, მისი მანქანის რადიატორის ბადე ბალახის ნამცეცებით გავსებულა. ამან კი კოლოფის გადახურება გამოიწვია. რბოლის შემდგომ ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ სეპარატორების ფოსო დაზიანებული იყო. ამის გამო გადაწყდა, რომ კოლოფი შეეცვალათ.
პრაქტიკების შემდეგ, რაიკონენმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, მთავარი ბრობლემა საბურავებს უკავშირდება. მისი თქმით, ძალიან გაჭირდა ოპტიმალური ბალანსის მიგნება. ფინელი ხანგრძლივი გამოსვლებით კმაყოფილია, მაგრამ როგორც კი საბურავების რესურსი იწურება, მანქანა ძნელად სამართავი ხდება. პრობლემები წარმოიქმნა კერს-ის სისტემაშიც.
რაიკონენი ამბობს, რომ არ იცის, „ლოტუსი“ შეძლებს თუ არა კვალიფიკაციის მოწინავე ათეულში დასრულებას. და დასძენს, რომ საჭის გამაძლიერებელი ისევ ისე მუშაობს, როგორც ავსტრალიაში. ანუ, მისი მუშაობით კმაყოფილი არაა.
No comments:
Post a Comment