Pamela Anderson goes to racing with her new Downforce1 team
23 მარტი
კანადელმა მოდელმა და მსახიობმა პამელა ანდერსონმა საკუთარი სარბოლო საჯინიბო - „დაუნფორს1“ ჩამოაყალიბა, რომელიც ლე მანის ევროპულ სერიასა და დიდი ტურიზმის საერთაშორისო (GT ოუპენ) ჩემპიონატის რბოლებში მიიღებს მონაწილეობას. ორივე სერიაში პამელას გუნდი „ასტონ მარტინ ვენტეჯ GTE-თი“ იასპარეზებს.
ორივე სერიაში, გუნდის მანქანები თეთრ-ლურჯ ფერებში გამოეწყობა. მათზე განთავსდება წარწერები PETA (ცხოველთა დაცვის ჯგუფი, რომლის პრეს მდივანიცაა თავად ანდერსონი) და ICM (სააგენტო, რომელიც ანდერსონის კარიერას უძღვება). „დაუნფორს1-ის“ მართვა კი GT-ს რბოლებში გაწაფულ გუნდ „სუისს“ მიენდო.
„ვამაყობ, რომ „დაუნფორს1“ ჩამოვაყალიბეთ. ამ ჯენტლმენებმა სასწაული მოახდინეს, როცა სრულიად ახალი საჯინიბო ოთხ თვეში შექმნეს. მოუთმენლად ველი იმ მომენტს, როდესაც ჩვენს მანქანებს ტრასაზე ვნახავ. ახლაც არ მჯერა, რომ ეს გამოგვივიდა. ამაში მხოლოდ მაშინ დავრწმუნდები, როცა ჩვენს მანქანებს რბოლებში მონაწილეებს ვნახავ. მათ თქვენც ადვილად შენიშნავთ - მათ თეთრ-ლურჯ, ჩემს საყვარელ ფერებში გამოვაწყობთ“, - განაცხადა ანდერსონმა.
„დაუნფორს1-ს“ ჯერ მხოლოდ ერთი მრბოლი ჰყავს - ავსტრიელი მარკუს ფუქსი, რომელიც იმავდროულად, გუნდის კოორდინატორი და მარკეტინგის შეფიცაა. პამელას მანქანებისთვის პირველი გამოცდა ფრანგულ ლე კასტელეს ტრასაზე, 6-საათიან რბოლაში მოეწყობა. სხვათა შორის, ანდერსონს GT-ს გარდა, ნასქარ-იც ძალიან იზიდავს და თავისი გუნდს შექმნას ამერიკის ამ უპოპულარულეს სერიაშიც აპირებს.
No comments:
Post a Comment