Romain Grosjean fastest again on second day of F1 testing at Barcelona
2 მარტი
ფრანგი რომენ გროჟანი გახდა გახდა პირველი მრბოლი, ვინც სეზონისწინა ტესტებისას, ორ სხვადასხვა დღეს, საუკეთესო შედეგი აჩვენა. ბარსელონაში წინასასეზონო ტესტების ბოლო კვირეულის პირველ ორ დღეს, გროჟანი და მისი „ლოტუსი“ ყველაზე სწრაფები არიან. თანაც, ორივე შემთხვევაში, ფრანგმა მრბოლმა უსწრაფესი დრო საღამოს სესიაზე დააფიქსირა.
დილის სესიაზე გროჟანი მესამე საუკეთესო იყო, შესვენების შემდეგ კი 60-წრიანი სარბოლო სიმულაცია ჩაატარა და ამ დროს, რბილსა და მყარ საბურავებს იყენებდა. საღამოს სესიის დასრულებას წუთები აკლდა, რომ მან რამდენიმე სწრაფი წრე ზედიზედ გაიარა და მათგან ერთ-ერთი საუკეთესო გამოდგა.
დილის სესია კი „ტორო როსოს“ ფრანგმა ჟან-ერიკ ვერნმა მოიგო, რომელიც შეხვენების შემდეგ, სწრაფი წრე აღარც გაუვლია. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ პირველი სესიის მიწურულს, მის მანქანაზე ძრავი დაიწვა, რამაც ხანძარი გამოიწვია. მეორე სესიაზე იტალიური გუნდი სრულ სარბოლ სიმულაციას გეგმავდა, მაგრამ ასე არ მოხდა. სესიის მიწურულს ვერნმა მხოლოდ პიტსტოპებში ვარჯიშიღა მოასწრო. სხვათა შორის, გროჟანმა და ვერნმა სეზონისთვის სამზადისი ამით დაასრულეს. დარჩენილ ორ დღეს, მათ შესაბამისად კიმი რაიკონენი და დანიელ რიკიარდო შეცვლიან.
ტესტების მეორე დღე მესამე ადგილზე დაასრულა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა სებასტიან ფეტელმა, რომელმაც საღამოს სესიაზე ერთი პოზიციით წინ წაიწია. მას მცირედით ჩამორჩა ფერნანდო ალონსო, რომელმაც შესვენების შემდეგ, სარბოლო სიმულაციაზე იმუშავა და ამ დროს, მის მანქანაზე რბილი და საშუალო სიმყარის ბორბლები იდგა.
საღამოს სესია მეტწილად ბოქსებში გაატარეს კამუი კობაიაშიმ და ნიკო ჰულკენბერგმა. პირველის მანქანაზე ჰიდრავლიკური სისტემა დაზიანდა, მეორეს კი ელექტრონიკა დაუზიანდა. მერვე და მეცხრე შედეგებს დასჯერდნენ მიხაელ შუმახერი და ლუის ჰამილტონი, თუმცა ორივე მანქანით კმაყოფილი დარჩა.
ბარსელონა. ტესტების მეორე დღე
1. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 1:22.614 (123 წრე)
2. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1:23.126 (+0.512, 31 წრე)
3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:23.361 (+0.747, 85 წრე)
4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:23.447 (+0.833, 124 წრე)
5. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი) 1:23.828 (+1.214, 104 წრე)
6. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:23.836 (+1.222, 77 წრე)
7. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:23.893 (+1.279, 33 წრე)
8. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:23.978 (+1.364, 79 წრე)
9. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:24.111 (+1.497, 65 წრე)
10. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი) 1:24.925 (+2.311, 48 წრე)
11. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1:25.801 (+3.187, 20 წრე)
No comments:
Post a Comment