Hyundai to Debut European Spec Veloster Turbo at the Geneva Auto Salon
2 მარტი
დეტროიტის მოტორ შოუზე პრემიერის შემდეგ, „ჰიუნდაი“ კუპე „ველოსტერ ტურბოს“ ჟენევის მოტორ შოუზეც გამოფენს. ოღონდ, ეს იქნება ამ ავტომობილის ევროპული ვერსია, რომელიც ამერიკულისგან მცირედით განსხვავდება.
ევროპული „ველოსტერ ტურბოც“ 1.6-ლიტრიანი T-GDI სერიის ოთხცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელსაც მაღალი წნევის, ორსაფეხურიანი ტურბო კომპრესორი, ასევე უშუალო შეფრქვევის სისტემა ემსახურება. თუმცა, ეს ძრავი ამერიკულ ვერსიაზე სუსტია. თუ ამერიკულის სიმძლავრე 201 ცხენის ძალა, მაქსიმალური მომენტი კი 264 ნიუტონმეტრია, ევროპულის შესაბამისი პარამეტრებია 183 ცხენის ძალა და 270 ნიუტონმეტრი.
რა თქმა უნდა, გასაკვირია, რატომ გადაწყვიტა კორეულმა კომპანიამ ამ ძრავის სიმძლავრის შემცირება, რასაც „ჰიუნდაი მოტორ იუნაიტედ კინგდამის“ პრეზდენტი და მთავარი აღმასრულებელი ტონი უაითჰორნი ასე განმარტავს:
„ბრიტანელ მძროლებს ურჩევნიათ, რომ ძრავის დაბალ ბრუნვებზე, რაც შეიძლება მეტი მომენტი მიიღონ. ამიტომ, ჩვენმა ევროპელმა ინჟინრებმა ძრავს შესაბამისი მოდიფიკაცია ჩაუტარეს, რამაც სასურველი შედეგი მოგვცა. საერთო ჯამში, ამ მანქანას თავის კონკურენტებთან, „ფოლკსვაგენ სკიროკოსა“ და „ვოქსოლ ასტრასთან“ მეტოქეობა არ უნდა გაუჭირდეს“.
იყო იმის ვარაუდი, რომ ეს ვერსია მხოლოდ ბრიტანული ბაზრისთვის იქნებოდა განკუთვნილი, თუმცა „ჰიუნდაის“ მიერ გამოქვეყნებულ პრეს რელიზში მითითებულია, რომ ეს არის „ველოსტერ ტურბოს“ ევროპული ვერსია. თუმცა, იმავე რელიზში არაა აღნიშნული, აპირებს თუ არა კორეული კომპანია მყიდველისთვის ოპციის სახით, 6-საფეხურიანი ავტომატური კოლოფის შეთავაზებას, საბაზო ვერსიისთვის, სტანდარტული, 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფია გათვალისწინებული. ამ კოლოფით, ავტომობილი ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარეს 8.7 წამში აღწევს, მაქსიმალური სიჩქარე კი 214 კმ/სთ-ია. რაც შეეხება საწვავის ხარჯსა და გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობას, ამ მონაცემებს „ჰიუნდაი“ ჟენევისთვის ინახავს.
გარდა ამისა, საჭის მექანიზმში გადაცემის რიცხვი გაიზარდა, რაც მართვის მექანიზმს უფრო ინფორმატიულს გახდის. ევროპული ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად შეიცვალა უკანა და წინა საკიდარიც.
რაც შეეხება ავტოობილის გარეგნობას, აქ პირველ რიგში თვალში საცემია რადიატორის განსხვავებული მოყვანილობა, ახალი უკანა სპოილერიშეცვლილი წინა და უკანა ბამპერები, შეცვლილი ნისლსაწინააღმდეგო ფარები, შუქდიოდური მთავარი და გაბარიტული ფარები.
No comments:
Post a Comment