Hyundai Shares Mores Details on its Geneva Motor Show i-oniq Concept Car
1 მარტი
ჟენევის მოტორ შოუზე, „ჰიუნდაი“ კონცეპტუალურ მოდელ „i-ონიკს“ წარადგენს, რომელიც კორეული კომპანიის დიზაინის განვითარების მიმართულებას დაგვანახებს, რომელიც ახლანდელი კორპორატიული სტილის, „თხიერი სკულპტურის“ გაგრძელება იქნება. გამოქვეყნებულ პრეს რელიზში ასევე ნათქვამია, რომ ამავე ავტომობილზე, ასევე რამდენიმე ახალი ტექნოლოგიაა გამოყენებული.
„კონცეპტუალური „i-ონიკი“ იმისათვის შეიქმნა, რომ „ჰიუნდაის“ მამოძრავებელი აზროვნების ახლებური ხედვა დაგანახოთ. ამ ავტომობილის დიზაინი თამამი ფორმებით გამოირჩევა როგორც გარედან, ასევე შიგნიდან. მისი მეშვეობით, ჩვენ ავტომობილის განვითარების შესაძლებლობებს დაგანახებთ, მისი ძალური დანადგარი კი ის ელემენტია, რომელიც მომავალში, ჩვენს ავტომობილებზე გამოჩნდება. ყველაფერი კი პრემიუმ დონეზეა შეფუთული“, - ამბობს „ჰიუნდაი მოტორ იუროპის“ უფროსი ვიცე პრეზიდენტი ალან რაშფორტი.
„ჰიუნდაი i-ონიკი“ რბილი ფორმებით გამოირჩევა და იმავდროულად, ის მძლავრი ავტომობილის შთაბეჭდილებასაც ტოვებს. განსაკუთრებულ ყურადრებას მისი რადატორის ბადე და მთავარი ფარები იქცევს, რომელთა ბაზაზეც, „ჰიუნდაის“ შემდეგი თაობის ავტომობილების შესაბამისი ელემენტები შეიქმნება.
4.4 მეტრი სიგრძის ავტომობილის კაპოტს ქვეშ მოთავსებულია ბენზინის 1.0-ლიტრიანი სამცილინდრიანი ძრავი, რომელთანაც გენერატორია დაკავშირებული, მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია კი ლითიუმ-იონურ აკუმულატორებს მიეწოდება. ავტომობილს მამოძრავებელ ძალას კი ელექტროძრავი ანიჭებს, რომლის სიმძლავრეც 108 ცხენის ძალაა.
კორეული კომპანიის განცხადებით, მხოლოდ აკუმულატორებში დაგროვილი ენერგიით, „i-ონიკის“ სვლის სიშორე 120 კილომეტრს აღწევს, როცა საქმეში შიდაწვის ძრავისა და გენერატორის ტანდემი ერთვება, გარბენის მანძილი 700 კილომეტრამდე იზრდება. თანაც, ამ დროს, ყოველი კილომეტრის გავლისას, ატმოსფეროში მხოლოდ 45 გრამი ნახშირორჟანგი გამოიყოფა.
No comments:
Post a Comment