Ferrari should explain Massa's 'test driver' role
27 მარტი
რა თქმა უნდა, არა პირდაპირი გაგებით. მაგრამ ბრაზილიელი ლივიუ ორიკიო „ო ესტადო დე სან პაულუში“ წერს, რომ ფელიპე მასას „ფერარიში“ სწორედ ტესტ პილოტის როლი აკისრია - ტესტების აკრძალვის პირობებში, სწორედ მასაა ის მრბოლი, ვისაც იტალიური გუნდის სიახლეების გამოცდა უწევს ხოლმე. ორიკიოს მტკიცებით, ამ სეზონის პირველ ორ ეტაპზე, მასა ტრასაზე სწორედ ექსპერიმენტატორის როლში იყო.
„ამ ტესტების დროს, მის მანქანას აშკარად აკლდა გზასთან ჩაჭიდება და სწორედ ამით აიხსნება ყველა მისი პრობლემა და კრახის ტოლფასი შედეგები. მაგრამ „ფერარიში“ ამას არასდროს აღიარებენ. მასა კი საზოგადოების თვალშისულ უფრო დამცირებული და დაუცველი რჩება“, - წერს ბრაზილიელი ჟურნალისტი.
ეს სეზონი მასასთვის ნამდვილ კატასტროფად იქცა. ირველ ორ ეტაპზე, იმ დროს, როდესაც მისმა ესპანელმა თანაგუნდელმა ფერნანდო ალონსომ მალაიზიური რბოლა მოიგო, მასა მე-15 ადგილს დასჯერდა, რის შემდეგაც კულუარებში გახშირდა ლაპარაკი იმაზე, რომ მალე მას მექსიკელი სერხიო პერესი შეცვლის. მასას კრიტიკაში კი, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად იტალიური პრესა აქტიურობს.
მაგალითად, „ლა სტამპა“ წერს, რომ „მიუხედავად „ფერარის“ ბევრი მცდელობისა, მასას საშველი მაინც არ ჩანს. მას ახალი გუნდი უნდა მოუძებნონ, რომელშიც მასზე სუსტი თანაგუნდელი ეყოლება“. და რა გავლენა აქვს პრესას „სკუდერიაზე“? - როგორც მარანელოელთა ერთ-ერთი წევრი გერმანულ „აუტო მოტორ უნდ შპორტთან“ საუბრისას აღიარებს: „მას შემდგ, რაც „ფერარიდან“ ჟან ტოდტი წავიდა, ისინი (ფერარის ხელმძღვანელობა) სულ უფრო მეტს უსმენენ პრესას“.
მოკლედ, ამჟამად ფ1-ში ერთ-ერთი ყველაზე აქტურლური ტემა მასას მომავალია...
No comments:
Post a Comment