Mercedes-Benz Officially Introduces the New A-Class Hatch, gets up to 208HP
15 მარტი
პრემიუმ სეგმენტში „ბეემვესთან“ და „აუდისთან“ კონკურენციაში, „მერსედესს“ ეს ავტომობილი დიდად გამოადგება - სამქიმიანების სამოდლო გამას A-კლასის ახალი ჰეჩბეკი აშკარად აკლდა, მის გარეშე კი შტუტგარტული კომპანია გაყიდვების მნიშვნელოვნად გაზრდას ვერ ახერხებდა.
ახალი A-კლასი, მისი ორი წინამორბედისგან რადიკალურად განსხვავებულია. ამასთან, კონსტრუქციულადაც სხვანაირია. კერძოდ, მასზე ვეღარ შეხვდებით ეგრეთ წოდებულ სენდვიჩურ პლატფორმას, ძარა კი, თუ ადრე მინივენს მოგაგონებდათ, ახლა ტიპიური ჰეჩბეკია. და რა თქმა უნდა, ახალი უფრო სპორტული იერითაც გამოირჩევა.ავტომობილი, რომელიც პირველად შარშან, იმავე სახელის მქონე კონცეპტუალური მოდელის სახით გავიცანით, „მერსედესის“ სრულიად ახალ, MFA (მოდულარ ფრონტ არქიტექჩა - მოდულური წინა არქიტექტურა) პლატფორმაზეა ბაზირებული, რომელსაც, სახელიდანაც მიხვდებოდით, წინა წამყვანი ბორბლები აქვს. ახალი A-კლასის გაბარიტებია: სიგრძე 4292 მილიმეტრი, სიგანე 1780 მილიმეტრი და სიმაღლე 1433 მილიმეტრი. ამგვარად, ის 32 მილიმეტრით მოკლე, 15 მილიმეტრით განიერი და 12 მილიმეტრით მაღალია თავის უმთავრეს კონკურენტზე - „ბეემევს“ პირველი სერიის ჰეჩბეკზე. თანაც, თუ ბავარიულ ავტომობილს წამყვანი უკანა ბორბლები აქვს, მისი სამქიმიანი კონკურენტი წინაამძრავიანია და ამგვარად, მის სალონში მეტი თავისუფალი სივრცეა.
„მერსედეს-ბენცს“ ახალი ჰეჩბეკისთვის ძრავების ფართო გამა აქვს გამოყოფილი, რომელშიც ბენზინის და დიზელის აგრეგატები შედის. ბენზინის გამაში რამდნიმე ოთხცილინდრიანი აგრეგატია. მათ შორის, 1.6-ლიტრიანი (A180) ტურბო, რომელიც 121 ცხენის ძალას იძლევა, იგივე ძრავის 154-ცხენისძალიანი ვერსია (A200) და 2.0-ლიტრიანი ტურბო ძრავი (A250), რომლის სიმძლავრეც 208 ცხენის ძალას აღწევს.
დიზელის გამაში შედის: 1.8-ლიტრიანი ძრავი (A180 CDI), რომელიც 108 ცხენის ძალას და 250 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს, იგივე ძრავის ფორსირებული ვერსია (A200 CDI) 134 ცხენის ძალით და 300 ნიუტონმეტრით და 2.2-ლიტრიანი ტურბოძრავი (A220 CDI), რომლის სიმძლავრე 168 ცხენის ძალა, მაქსიმალური მომენტი კი 350 ნიუტონმეტრია.
ახალ A-კლასზე, ყველა ძრავის სტანდარტულ ეკიპირებაში სისტემა სტარტ-სტოპი შედის. ძრავებს ახალი 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი უწყვილდება. ამასთან, მყიდველს შეუძლია მის ნაცვლად, 7-საფეხურიანი ავტომატური ტრანსმისია (7G-DCT) დააყენებინოს, რომელსაც ძრავთან ორდისკოიანი ქურო აკავშირებს.
გერმანული კომპანია ახალი A-კლასის ფლაგმან AMG-ვერსიასაც გამოუშვებს, რომელიც ბენზინის ოთხცილინდრიანი ტურბო ძრავით აღიჭურვება, რომლის სიმძლავრეც 300 ცხენის ძალას მიაღწევს.
ეს ავტომობილი „მერსედესის“ ევროპელი დილერების შოურუმებში სექტემბერში გამოჩნდება. მისი ფასებიც მაგ დროისთვის გამოცხადდება.
გერმანული კომპანია ახალი A-კლასის ფლაგმან AMG-ვერსიასაც გამოუშვებს, რომელიც ბენზინის ოთხცილინდრიანი ტურბო ძრავით აღიჭურვება, რომლის სიმძლავრეც 300 ცხენის ძალას მიაღწევს.
No comments:
Post a Comment