Thursday, March 15, 2012

ნოვიკოვის ავარია მექსიკის რალიზე (ვიდეო)

რუს ევგენი ნოვიკოვს მექსიკის რალის დროს სერიოზული ავარია მოუვიდა. ერთ მომენტში, მის "ფორდ ფიესტას" სახურავიდან ლუკი მოსძვრა, რის გამოც, სალონი მტვრით გაივსო. მრბოლი ამ მომენტში ბევრს ვერაფერს ხედავდა, თუმცა რბოლის გაგრძელება გადაწყვიტა და მალევე გამოეთიშა მას. ოღონდ, სანამ გამოეთიშებოდა, მისმა მანქანამ რამდენიმე პირუეტი შეასრულა და ტავდაყირა დაეცა გზის პირას. საბედნიეროდ, მრბოლს და მის ნავიგატორს ტრავმები არ მიუღიათ.


სამაგიეროდ, ამ ავარიამ კიდევ ერთი მრბოლი - ფინელი იარი-მატი ლატვალა აზარალა. ამან რუსის დამტვრეულ მანქანას თვალი გააყოლა და ამ დროს, საკუთარ მანქანაზე კონტროლი დაკარგა. შედეგად, მისთვისაც რბოლა იმავე სპეცმონაკვეთზე დასრულდა...


ვიდეო

No comments:

Post a Comment