Mansory to Debut McLaren MP4-12C and Lamborghini Aventador LP700-4 Tunes in Geneva
1 მარტი
ჟენევის მოტორ შოუზე, სატუნინგო კომპანია „მანსორი“, მის მიერ მოდერნიზებულ ორი სუპერ ავტომობილის - „მაკლარენMP4-12C-ს“ და „ლამბორგინი ავენტადორ LP700-4-ის“ გამოფენას აპირებს. ამასთან, პირველის პრემიერა თავად გერმანული კომპანიის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, მეორეს თაობაზე კი მხოლოდ ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაციას გვაუწყებს.
„მანსორიმ“ ინტერნეტით მის მიერ სრულყოფილი „მაკლარენის“ ესკიზები გამოაქვეყნა. მათზე ჩანს, რომ ბრიტანული სუპერ ავტომობილი ახალი აეროდინამიკური ელემენტებითაა აღჭურვილი და გვარიანად გაგანიერებულია. ახალი პაკეტის ზოგიერთი ელემენტი კარბონის კომპოზიტითაა დამზადებული. ამასთან, „მანსორის“ „მაკლარენი“ 20-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებიც უფრო ჩქაროსნული საბურავებითაც შეიმოსა.
გერმანული კომპანიის სპეციალისტების ხელი, „მაკლარენის“ 3.8-ლიტრიან ძრავსაც შეეხო. მათ შეცვალეს აგრეგატის მართვის ელექტრონული სისტემის პროგრამა და გამოსაბოლქვი სისტემა, რისი წყალობითაც, ძრავის სიმძლავრე 600-დან 670 ცხენის ძალამდე, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 600-დან 675 ნიუტონმეტრამდე გაიზარდა.
ამ ავტომობილის შესახებ, უფრო მეტ ინფორმაციას „მანსორი“ ჟენევაში გაამხელს.
No comments:
Post a Comment